რამოსი : "არ აქვს მნიშვნელობა სად ვითამაშებ"
მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" მცველი, სერხიო რამოსი ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული, დიდი მითქმა-მოთქმაა იმის შესახებ გამოწვეული, თუ რომელ პოზიციაზე ითამაშებს სერხიო, გავრცელებული ინფორმაციით მან შესაძლოა სწორედ მოედნის ცენტრი დაიკავოს...
ყველა ელოდება თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ვისენტე დელ ბოსკე, იგი რამოსს მუდმივად მარჯვენა ფლანგზე ათამაშებდა, ასე იყო რეალშიც, ანდალუსიელი მოთამაშე ყოველთვის მარჯვნივ იყო გამწესებული, მაგრამ ჟოზე მოურინიომ იგი ცენტრში გადაწია და ესპანელმაც იმედები გაამართლა.
თემასთან დაკავშირებით თავად მოთამაშემ კომენტარი გააკეთა.
"არ აქვს მნიშვნელობა სად ვითამაშებ, ჩვენ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები ვართ და ამ გუნდის მაისურის ტარება დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული, უბრალოდ ბედნიერი ვარ, რომ ნაკრების ფორმას მოვირგებ, ნამდვილად ვერ ვხდები რა აზრი აქვს სად ვითამაშებ, მე შემიძლია ფლანზე ასპარეზობა, ასევე მიჩვეული ვარ ცენტრში თამაშსაც, ამიტომ პრობლემას ვერ ვხედავ."
"ბრწყინვალე კოლექტივი გვყავს და ვფიქრობ, რომ მომდევნო შეხვედრაში მაღალი დონის ფეხბურთს ვაჩვენებთ და გავიმარჯვებთ."
- 28 თებერვალი 2012
- 1 986
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.