რონი: "მიზანი ევროპის მოგებაა"
კრიშტიანუ რონალდუმ თანამემამულე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ პორტუგალიის მიზანი ევრო 2012-ზე პირველობის მოპოვებაა.
"მოუთმენლად ველოდები კონტინენტის პირველობის დაწყებას.ჩვენი მიზანი მხოლოდდამხოლოდ გამარჯვების მოპოვებაა."
27 წლის მადრიდისტა, ოთხშაბათს ვარშავაში პოლონეთის ეროვნულ ნაკრებთან გამართავს შეხვედრას.რაც შეეხება მომავალ ჩემპიონატს, ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიელების მეტოქე, დანიელები, გერმანელები და ჰოლანდიელები იქნებიან.
ცნობისთვის, "ფიფას" რეიტინგში "წითლები" მე-6 პოზიციას იკავებენ.
- 27 თებერვალი 2012
- 2 597
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.