ბერნაბეუზე განათების ახალი სისტემა დაამონტაჟეს
"სანტიაგო ბერნაბეუზე" განათების ახალი სისტემა დაამონტაჟეს, რომელიც ხელს უწყობს გაზონის ზრდას.
კომპანია "SGL"–მ (Stadium Grow Lighting–მა), რომლის ოფისიც მდებარეობს ქალაქ როტერდამში, "მადრიდის რეალს" მიყიდა სხვადასხვა ზომის რამდენიმე ელექტრონული ნათურა, რომელიც, როგორც კლუბის ტექ. პერსონალი აცხადებს, ხელს უწყობს სტადიონზე ბალახის იმ ადგილებში ზრდას, სადაც საკმარისი რაოდენობის მზის სხივი არ ხვდება.
ყველაზე მეტად აღნიშნული მოწყობილობა გამოყენებულ იქნება ჩრდილოეთ ტრიბუნის მხარეს, სადაც დღის სინათლე პრაქტიკულად არ აღწევს. სტადიონის ამ ტრიბუნის მხარეს მოედნის საფარს წელიწადში ორჯერ–სამჯერ ცვლიან. ამის გამო კლუბმა გადაწყვიტა გარკვეული თანხების საფასურად შეეძინა განათების სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობდა მოედნის ამ მხარეს საფრის ნორმალურ მდგომარეობაში შენარჩუნებას.

წყარო: As.com
- 11 ოქტომბერი 2009
- 3 599
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.