მადრიდისტები ნაკრებში
როგორც იცით, მიმდინარე კვირის სამშაბათი და ოთხშაბათი, სანაკრებო ბატალიებს დაეთმობა.
თავის მხრივ, ევროპისა და სამხრეთ ამერიკის წამყვანი ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა, განაცხადში მადრიდისტებსაც უხმეს.
ესპანეთი - კასილიასი, რამოსი, არბელოა & ალონსო, ვენესუელსათან ამხანაგურ შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას.
პორტუგალია - პეპე, რონალდუ & კოენტრაუ პოლონეთის დამარცხებას შეეცდებიან.
გერმანია - იოზილი & ხედირა (სამის თამაში სათუოა, რამეთუ "რაიოს" წინააღმდეგ დაზიანება მიიღო) საფრანგეთის წინააღმდეგ დაიცავენ ბუნდეს ნაკრების ღირსებას.
ბრაზილია - მარსელო ბოსნიელებთან დაეხმარება თანამემამულეებს.
არგენტინა - იგუაინი შვეიცარიელების წინააღმდეგ გაილაშქრებს.
თურქეთი - ნური შაჰინს სლოვაკებთან დაპირისპირებაში მიეცემა თამაშის საშუალება.
საფრანგეთი U-21 - რაფაელ ვარანე იტალიელ თანატოლებთან გამართავს ორთაბრძოლას.
ტრავმების გამო ბენზემა და დი მარია გამოტოვებენ სანაკრებო "უიქენდს."
რაც შეეხება ფეხბურთელების მადრიდში დაბრუნებას, მარსელო და ვარანე ოთშაბათს (გამომდინარე იქედან, რომ მათი თამაშები სამშაბათს გაიმართება), ხოლო დანარჩენები ხუთშაბათს გამოჩნდებიან ვალდებებასზე.
- 27 თებერვალი 2012
- 3 630
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.