მოურინიო:"მეტოქე მეტს იმსახურებდა"
მადრიდის "რეალმა" მორიგი სამი ქულა მოიპოვა, ხოლო ჟოზე მოურინიო გამარჯვებიდან რამდენიმე წუთში პრესის ოთახში აღმოჩნდა. მან უპასუხა ესპანელი ჟურნალსიტების მიერ დასმულ შეკითხვებს.
"თვალსაჩინოა, არ გვითამაშია იდეალურად და კარგად, თუმცა სამი ქულა მაინც მოვიპოვეთ და შესაბამისად, ამ გამარჯვებით უზომოდ ბედნიერი ვარ. ყველამ კარგად ვიცოდით, რომ წინ გველოდა დიდი ბრძოლა. "რაიომ" შესანიშნავი პაექრობა გაგვიწია და არ დავმალავ და ვიტყვი, რომ ისინი იმსახურებდნენ მეტს".
"დაცვის ხაზში რამდენიმე შეცდომა შევნიშნე, ისევე როგორც კონტრ–შეტევების დროს და რა თქმა უნდა, ეს ხარვეზები მომავალში უნდა გამოვასწოროთ და ყველაფერი ბრწყინვალედ უნდა გავაკეთოთ. ამ სამ ქულას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ვინაიდან ახლა პირიქით ჰანდიკაპის გაზრდაზე უნდა ვიფიქროთ".
"მეტოქე გუნდმა ბევრი სახიფათო მომენტი შექმნა და არაერთხელ გადავურჩით გაშვებულ გოლს. თავის მხრივ, ჩემი შეგირდებიც წარმოქმნიდნენ ხიფათს, მაგრამ არა ისეთს, რომ შეხვედრაზე რეაგირება მოეხდინა. ჩემი ხედვით, ეს იყო სეზონის ერთ–ერთი ყველაზე რთული გამარჯვება, ამისთვის კი ბრავო "ვალეკანოს" მოთამაშეებს".
"აღშფოთებული ვარ ფარიას მოედნიდან გაძევებით. რუი მეოთხე მსაჯს თავაზიანად ესაუბრებოდა, თუმცა მათ ეს ვერ დაინახეს. ეს მსაჯი კი იყო ყველაზე ამპარტავნი მათ შორის, ვინც როდესმე შემხვედრია (მე–4 რეფერი). არ შეიძლება ადამიანი იყოს ამგვარად განებივრებული, ქედმაღალი და ნერვიული, მითუმეტეს მეოთხე არბიტრი".
"ზოგადად, მადრიდულ გუნდებს ძალიან კარგი გულშემატკივრები ჰყავთ, განსაკუთრებით ავღნიშნავ "ხეტაფესა" და "რაიოს" ერთგულ ქომაგებს, რომლებიც ბოლო წუთამდე გვერდში უდგანან საყვარელ გუნდს".
Realmadrid.com
- 26 თებერვალი 2012
- 2 732
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.