"რეალს" რიბერის ტრავმა აწუხებს
"რეალი" შეწუხებულია რიბერის ტრავმის გამო.
ფლორენტინო პერესს ძალიან სურს ფრანგი ფეხბურთელის ფრენკ რიბერის შეძენა და მისი ამჟამინდელი ტრავმით შეწუხებულია. რიბერიმ წლევანდელ სეზონში ითამაშა 577 წუთი 2340 წუთის შესაძლებლობიდან ანუ 24,6%. ფრანგ ნახევარმცველს ძალიან სურს გადავიდეს მადრიდის "რეალში" და ბევრჯერ მოიმიზეზა ტრავმიანობა.
გასულ ორშაბათს ის იძულებული გახდა დაეტოვებინა ვარჯიში მარცხენა ფეხის ტრავმის გამო. ამის გამო რიბერის მოუწევს გამოტოვოს სანაკრებო შეხვედრები ფარერებთან და ავსტიის ნაკრებთან. მან ტრავმა მიიღო მაშინ, როცა ის შედიოდა თავის ჩვეულ ფორმაში.
ფრენკი, რომელიც "ბაიერნის" ვარჯიშებს შეუერთდა 1 ივლისს და 12 აგვისტომდე ვერ შეძლო თამაში. ჯერ მას პრობლემა ჰქონდა კოჭზე, ხოლო შემდეგ მარცხენა ფეხზე. მიუნხენური კლუბის სამედიცინო სამსახურმა დაადასტურა ტრავმის სიძნელეები.
ინფორმაციის წყარო: As.com
- 10 ოქტომბერი 2009
- 3 228
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.