დი მარია მოსკოველებთან დაბრუნდება
როგორც ესპანური გაზეთები იუწყებიან, ანხელ დი მარია ტრავმის გამო სამი კვირის განმავლობაში ვერ შესძლებს თამაშს. არგენტინელს "ლა ლიგაში" 4 მატჩის გამოტოვება მოუწევს, თუმცა მოსალოდნელია, რომ იგი მოსკოვის "ცეესკასთან" მატჩში ითამაშებს.
მოგეხსენებათ, დი მარიამ სანტანდერის "რასინგთან" შეხვედრაში ტრავმა მიიღო. 30 წუთის მანძილზე მან საგოლე გადაცემა გააკეთა და გოლი გაიტანა, ამავდროულად ისევ დაიზიანა ბარძაყი. გახსოვთ ალბათ, რომ სწორედ ამ მიზეზით იუქმებდა ფაბიანი 6 კვირას. სავარაუდოდ, იგი შეხვედრებს გამოტოვებს "რაიო ვალეკანოსთან", "ესპანიოლთან", "ბეტისთან" და "მალაგასთან", ხოლო ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მატჩში მას უკვე შეეძლება თამაში.
As.com
- 24 თებერვალი 2012
- 2 119
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.