შედგება ტევესი-იგუაინის ბარტერი?
ინგლისურ საინფორმაციო წყაროებში ძალიან საინტერესო ინფორმაციები ვრცელდება...
თუ დავუჯერებთ Daily Mail-ს, მანჩესტერ სიტი სამეფო კლუბს ახალი წინადადებით მიმართავს, შეთავაზება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გაჟღერდება. ინგლისელებს სურთ, რომ კარლოს ტევესი გონსალო იგუაინში გაცვალონ.
ყველას კარგად მოგეხსენებათ, ფლორენტინო პერესი უკვე დიდი ხანია ინტერესდება არგენტინელი თავდამსხმელის შეძენით, ესპანელი მილიონერი წინა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ცდილობდა კარლიტოს გადაბირებას, მაგრამ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და ტევესიც "სიტიში" დარჩა.
პიპიტა კარიმ ბენზემას ჩრდილშია მოქცეული და ვეღარ ახერხებს რეგულარულად ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას, სწორედ ამიტომ უწინასწარმეტყველებენ არგენტინელს გუნდიდან აბარგებას.
- 23 თებერვალი 2012
- 2 454
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.