ხედირას და ოზილს ნაკრებში უხმეს
29 თებერვალს, ბუნდესნაკრები ლორან ბრანის საფრანგეთის გუნდს დაუპირისპირდება...
გერმანელთა მთავარმა მწვრთნელმა, იოჰამ ლიოვმა მადრიდის "რეალის" ორ მოთამაშეს უხმო. მესუთ ოზილი და სამი ხედირა კვლავ მოირგებენ ეროვნული ნაკრების მაისურს, მათ გარეშე იოჰამ ლიოვის გუნდი უკვე დიდი ხანია არ თამაშობს, მადრიდული დუეტი "დოიჩლანდელთა" დასაყრდენს წარმოადგენს.
საეჭვო იყო სამი ხედირას გამოძახება, რადგან მას გარკვეული ხნის მანძილზე დაზიანება აწუხებდა, სწორედ ამიტომ ორჭოფობდა იოჰამ ლიოვი, მაგრამ მან მადრიდელი ნახევარმცველი მაინც გამოიძახა, მესუთ ოზილი კი გუნდის ღერძია და მის გარეშე ეროვნული ნაკრები არავის წარმოუდგენია.
ასე რომ რაიო ვალეკანოსთან შეხვედრის შემდეგ ხედირა და ოზილი საკუთარ ეროვნულ ნაკრებს შეუერთდებიან.
- 23 თებერვალი 2012
- 1 436
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.