მორიგი სტატისტიკა
როგორც აღმოჩნდა, "ლა ლიგაში" მადრიდის "რეალს" გასვლით შეხვედრებში ყველაზე ნაკლები გოლი აქვს გაშვებული...
მადრიდის "რეალმა" ჯერ-ჯერობით გასვლაზე 11 შეხვედრა ჩაატარა და ნიშანდობლივია, რომ საკუთარ კარში მხოლოდ ექვსი ბურთი მიიღო, რაც საშუალოდ დაახლოებით 0.55 გოლს უდრის მატჩში. ცხადია, ამ მხრივ "ბლანკოსი" საუკეთესოა "პრიმერას" მიმდინარე გათამაშებაში. მეორე ადგილზე "სევილია" გახლავთ ათი გაშვებული ბურთით, ხოლო მესამე ადგილს "ბარსელონა" იკავებს, კატალონიელთა კარი ცამეტჯერ დაილაშქრა.
პირველი გუნდი, რომელმაც "რეალის" კარის დალაშქვრა შეძლო გასვლით მატჩებში, "ლევანტე" გახლავთ. როგორც იცით, ვალენსიელებმა ის შეხვედრა მოიგეს კიდეც. გარდა "ღამურებისა", კასილასის კარში გოლის გატანა შემდეგმა გუნდებმა შეძლეს: "ვალენსიამ"(2), "სევილიამ"(2) და "მალიორკამ"...
- 23 თებერვალი 2012
- 2 213
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.