"ცსკა" - "რეალი" [პრევიუ]
გთავაზობთ დღევანდელი მატჩის პრევიუს...
მაშ ასე, ორთვიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგას მადრიდის "რეალიც" უბრუნდება. "მერენგები" სტუმრად "ცსკა"-ს დაუპირისპირდებიან. "ბლანკოსები" ამ შეხვედრას რამდენიმე კარგი სტატისტიკით ეგებებიან. "რეალი" მიმდინარე ლიგის გათამაშებაზე ერთადერთი გუნდია, რომელმაც ყველა შეხვედრა მოიგო, აგრეთვე დარჩენილ 16 გუნდს შორის საუკეთესოა სტუმრად გამართული შეხვედრების მხრივ - "თეთრები" გასვლაზე ორი წელია არ დამარცხებულან.
გუნდების ჯგუფური ეტაპის შეხვედრები
იმაზე ბევრ საუბარს აღარ დავიწყებ, თუ ვინ და როგორ დაამრცხა "რეალმა" ჯგუფურ ეტაპზე, რადგან ეს ყველას კარგად მოგეხსენებათ. რაც შეეხებათ "არმიელებს", პირველი მატჩი გასვლაზე ფრედ 2-2 დაასრულეს "ლილთან", შემდგომ საკუთარ მოედანზე "ინტერთან" დათმეს 2-3. ორიოდე კვირაში კი ისევ საკუთარ არენაზე 3-0 გაანადგურეს "ტრაპზონსოპორი". თურქეთის ჩემპიონთან მოსკოველებმა თურქეთში ნულოვანი ფრე დააფიქსირეს, საფრანგეთის ჩემპიონთან კი სახლში 0-2 წააგეს და პრაქტიკულად ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგეს, თუმცა მათ სასწაული მოახდინეს და "ინტერს" "ჯუზეპე მეაცაზე" 2-1 მოუგეს. შესაბამისად მერვედფინალის საგზურიც მოიპოვეს...
ჟოზე მოურინიომ ამ მატჩისთვის 21 ფეხბურთელს უხმო. მოსკოვში ტრავმების გამო ვერ გამეგზავრნენ ლასანა დიარა, ანხელ დი მარია და ჰამიტ ალტინტოპი. განაცხადში არის სიახლეც, "ლა ლიგაში" დისკვალიპიკაციის მოხიდს შემდეგ დაბრუნდა ალვარო არბელოა. მადრიდის "რეალის" რამდენიმე ფეხბურთელისთვის "ლუჟნიკები" საკმაოდ ნაცნობი სტადიონია. (ვისაც გსურთ გაეცნოთ ყოველივე ამას, იხილეთ წინა სტატიები)...
უკვე ცნობილია, რომ "ლუჟნიკები" მთლიანად გაივსება, მისი ტევადობა 74 00 გახლავთ. აქვე აღვნიშნავ, რომ "ცსკა"-ს 76 დღეა ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია. დიდი ცვლილებებია შემადგენლობის მხრივ "არმიელთა" ბანაკში. ზამთარში გუნდი დატოვა ვაგნერ ლავმა, ხოლო მოვიდნენ ვერნბლომი, მუსა და კიმ ინ-უნგი. ამ მატჩში დუმბიას გაბრწყინებას უნდა ველოდეთ, აფრიკელმა ფეხბურთელმა 5 გოლის გატანა მოახერხა ჯგუფურ ეტაპზე 6 შეხვედრაში. აქვე ერთი საინეტერესო ფაქტიც, მოსკოველებმა ჯგუფში ყველაზე მეტი ქულა 85-ე წუთის შემდგომ მოაგროვეს.
- 21 თებერვალი 2012
- 2 462
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.