"რეალი" vs ყინვა
თუ უკანასკნელ ათწლეულს გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ მადრიდის "რეალმა" სულ რუსეთსა და მის მახლობლად სამი შეხვედრა გამართა. 2002-2003 წლების სეზონში ვინსენტე დელ ბოსკეს "ბლანკოსი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში მოსკოვში ადგილობრივ "ლოკომოტივს" დაუპირისპირდა. მატჩის ერთადერთი და გამარჯვების გოლი "კიჭამ" გაიტანა და იქ მოპოვებული სამი ქულით "რეალი" მერვედფინალში გაიყვანა.
შემდგომი დაპირისპირებები 2008-2009 წლების სეზონში შედგა. მადრიდის "რეალი" ჯგუფში ბელორუსიის ჩემპიონ "ბატესთან" და სანკტ-პეტერბუგის "ზენიტთან" მოხვდა.
"ბლანკოსებმა" ორივე შეხვედრა მოიგეს, შესაბამისად 1-0 და 2-1. აქვე უნდა აღნინიშნოს, რომ "ბატესთან" მატჩში აუტანელი სიცივე იყო და მოედნის საფარი საშინლად გამოიყურებოდა...
- 21 თებერვალი 2012
- 2 260
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.