ცვლილებები საწყის თერთმეტეულში?
ყველას კარგად მოგეხსენებათ, თუ რა დიდ ყურადღებას უთმობს ჟოზე მოურინიო ჩემპიონთა ლიგას და რას ნიშნავს მისთვის ეს ტურნირი. გამომდინარე აქედან, ადვილად სავარაუდოა, რომ მადრიდელები დღეს ძალებს არ დათმობენ სასურველი შედეგის მისაღწევად. ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, პორტუგალიელი სპეციალისტი რამდენიმე ცვლილებას გააკეთებს წინა მატჩებთან შედარებით.
ყველაზე მეტად ნათელია, რომ რაფაელ ვარანი სათადარიგო სკამზე გადაინაცვლებს და მის მაგივრად ალვარო არბელოა იქნება. ესპანელი მარჯვენა მცველის პოზიციას დაიკავებს, ხოლო სერხიო რამოსი მისთვის უკვე კარგად ნაცნობ ცენტრალური მცველის რანგში მოგვევლინება. აგრეთვე, ვარაუდობენ, რომ მარსელო ძირითადიდან არ დაიწყებს თამაშს და მის ნაცვლად ფაბიო კოენტრაო დაიკავებს მარცხენა მცველის პოზიციას, რომელიც ბრაზილიელთან შედარებით გაცილებით ძლიერად და ნაყოფიერად ასრულებს დაცვით ფუნქციებს.
მეორე საკითხი საყრდენის პოზიცია გახლავთ. ჟურნალისტების განცხადებით ხაბი ალონსოს სამი ხედირა შეუწყვილდება, აგრეთვე არ გამორიცხავენ, რომ "რეალმა" სამი საყრდენით იასპარეზოს და მესამე მარსელო იყოს. როგორც მოგეხსენებათ, ბრაზილიელს აქვს ნახევარმცველად თამაშის გამოცდილება. ფუტძალშიც და საფეხბურთო კარიერის დასაწყისშიც იგი ა პოზიციაზე გვევლინებოდა, მცველად იგი სწორედ "რეალში" ჩამოყალიბდა.
თავდასხმის ხაზი ალბათ, ყველამ კარგად იცით, თუ როგორი იქნება. ბოლო შეხვედრებში ბრწყინვალე შთაბეჭდილებას ტოვებენ, ოზილი, კაკა, ბენზემა და რონალდო და ძნელად სავარაუდოა, რომ ოთხეულში ცვლილებები მოხდეს...
- 21 თებერვალი 2012
- 2 269
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.