ადიდასი განაგრძობს ნოვაციებს
მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა სპორტულმა კომპანია "ადიდასმა" მნიშვნელოვანი სიახლე შესთავაზა მადრიდის "რეალს".
როგორც მოგეხსენებათ აღნიშნული კომპანია უკვე ძალზედ დიდი ხანია რაც მადრიდელთა სპონსორია და გაჭირვების ჟამს მუდამ გვერდით უგდას. ადრე ყველას ახსოვს ჩემპიონთა ლიგაზე გასამართ მატჩის წინ სადაც "რეალი" რუმინულ "კლიჟს" ხვდებოდა "ადიდასმა" გუნდისთვის სპეციალური თბილი ტანისამოსი შეკერა რადგანაც რუმინეთში ძალიან ძლიერი სიცივე იყო.
ახლა კი საქმე სხვაგვარად არის მოსკოვურ მატჩამდე "ადიდასი" კიდევ ერთ ნოვაციას გვთავაზობს. "ლუჟნიკების" სახელობის სტადიონზე სპეციფიკური ბალახი არის დაგებული. ის ბუცები კი რომლებიც ფეხბურთელებს ეცვათ შეხვედრებში ამ შეხვედრაში იფიქრეს, რომ აღარ გამოდგებოდა და შექმნეს სპეციალური ბუცები რომელიც ხელოვნური ბალახისთვის არის განკუთვნილი და მისი აგებულება ისეთი სპეციფიკურია, რომ ფეხბურთელი საერთოდ ვერ მიხვდება თუ ხელოვნურ ბალახზე დარბის.
აღნიშნული ბუცები 250 გრამამდე იწონის და ასევე ოდნავ ამაღლებული აქვს ყელი ფეხის უსაფრთხოებისთვის. იმასაც გეტყვით გუშინ გამართულ ვარჯიშზე მაურინიომ სწორედ აღნიშნული ბუცებით ავარჯიშა ფეხბურთელები ასე, რომ ვთქთ უკვე "გატესტა". აღნიშნული ბუცებით მოედანზე დღეს კასილასს, კაკას, კოენტრაოსა და ალონსოს ვიხალავთ.
- 21 თებერვალი 2012
- 3 251
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.