კარლოსი: "პროფესიონალ ფეხბურთელად სწორედ "რეალში" ჩამოვყალიბდი"
როგორი იყო დღე, როცა თქვენ "ბერნაბეუზე" დაბრუნდით?
ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე. ეს იყო განსხვავებული, ადრე მე აქ მხოლოდ სათამაშოდ მოვდიოდი, ახლა კი ფლორენტინო პერესმა მე სიურპრიზი მომიწყო, ამას ნამდვილად არ ველოდი. ძალიან გახარებული ვიყავი, აგრეთვე დიდი ხნი შემდგომ შევხვდი ჩემს მეგობრებს...
როგორი გრძნობაა, როცა მთელი სტადიონი შენს სახელს სკანდირებს?
ჩვენ მართლაც ბრწყინვალე გულშემატკივრები გვყავს. იმ წლების განმავლობაში, რომელიც მე "რეალში" გავატარე მაქსიმალურად ვცდილობდი ფანები გამეხარებინა. ჩვენი გუნდი უბრალოდ შესანიშნავი იყო. ძალიან მხიარულად გავატარე კარიერის საუკეთესო წლები რონალდოსთან, რაულთან, ბექჰემთან, ზიდანთან, კარამბეუსთან, ფიგუსთან, ილნერთან, ზეედორფთან, მაკელელესთან და სხვებთან... როცა ასეთი ფეხბურთელები გყავს გვერდით, თამაში გიადვილდება, ჩვენ ვქმნიდით ეპოქას. "ბერნაბეუზე" უამრავი დაუვიწყარი მატჩი ჩაგვიტარებია. ყოველთვის, როცა მე ვირგებდი მადრიდის "რეალის" მაისურს, ვგრძნობდი, რომ რაღაც კარგი ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში. ზოგჯერ საქმეები ცუდად მიდიოდა, მათ შორის "ელ კლასიკოებში", მაგრამ იმ 11 წლის განმავლობაში, რაც მე "ბლანკოსში" გავატარე, ვფიქრობ, რომ უფრო მეტი სიხარული განვიცადე, ვიდრე მწუხარება.
თქვენი "ბერნაბეუზე" გამოჩენისას არამარტო სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივარი იდგა ფეხზე, არამედ ძალზედ თბილად დაგხვდნენ ფეხბურთელებიც...
დიახ, მე დილით ვარჯიშზეც ვიმყოფებოდი "რეალ მადრიდ სიტიში", მადრიდიდისტებმა ძალიან თბილი დახვედრა მომიწყვეს და შემომხედეს ისეთ ფეხბურთელს, რომელსაც ამდენი წელი აქვს ნაასპარეზები "რეალში" და ამდენი ტიტული აქვს მოპოვებული. მე კარიერაში გამიმართლა, რომ "რეალში" მოვხვდი, სადაც ხალხი უდიდეს პატივს მცემს და ძალიან თბილი დამოკიდებულება აქვს ჩემდამი...
"რეალი" მაგალითია მსოფლიოში შიდა სამზარეულოში მეგობრობით...
ეს უკვე დიდი ხანია ასეა, ყოველთვის ბრწყინვალე დამოკიდებულებაა ფეხბურთელებს შორის, აგრეთვე მოთამაშეებსა და მწვრთნელს შორის. მადრიდის "რეალი" ყოველთვის იყო ერთ მიშტად შეკრული ოჯახი. ამას არცერთი ფეხბურთელი არ მალავს, "რეალი" არცერთ კლუბს არ ჰგავს... აქ მოთამაშეებს, მწვრთნელს, პრეზიდენტს, გულშემატკივრებს საოცარი ურთიერთობა აქვთ... ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ "ბლანკოსი" ყოველთვის იქნება მსოფლიოს საუკეთესო კლუბი, მიუხედავად იმისა, მოიგებს თუ დამარცხდება...
არის თუ არა განსხვავება, როცა უშუალოდ "რეალის" თამაშებს მინდვრიდან ადევნებდით თვალს თუ, როცა ამას მაყურებლის რანგში აკეთებთ?
რა თქმა უნდა, გარედან ეს უფრო კარგად სჩანს. როცა მე თურქეთში წავედი, "რეალის" თამაშებს განსხვავებულად ვუყურებდი. მოედანზე ყოფნისას სულ სხვაგვარი განცდები გაქვს, მაყურებლის რანგში კი სულ სხვა. რა თქმა უნდა, თამაშის დროს ბევრად მეტ სიამოვნებას ვღებულობდი, როცა ვუცქერდი ზიდანისა და ბექჰემის შესანიშნავ გადაცემებს, რაულისა და რონალდოს ბრწყინვალე გოლებს... ახლა კი, როცა ბურთი ბენზემას მიუვა, მთელი ხმით ვყვირივარ - "დაარტყი", ხოლო როცა იკერის კარისკენ ბურთი მიდის - "კასილასმა ეს შეძლო". მართალია, სულ სხვადასხვა გრძნობაა მაყურებლისა და ფეხბურთელის რანგში თამაშის ყურება, მაგრამ ერთი რამ ნათელია, რომ ორივე პოზიციიდან მშვენივრად გრძნობ, თუ რაოდენ ბრწყინვალეა ეს კლუბი...
თავიდანვე გსურდათ, რომ ფეხბურთელი ყოფილიყავით?
რა თქმა უნდა, ყოველთვის. როცა თავიდან იწყებ ფეხბურთის თამაშს, შენ არ იცი რა გელის წინ, უნდა მიენდო იღბალს. დედამ პატარაობისას მითხრა, რომ მე კარგი მონაცემები მქონდა, 1981 წელს ფეხბურთზეც შემიყვანეს. როდესაც მე União São João-ში ჩავირიცხე, მეგონა, რომ ოცნება ავიხდინე, რადგან მე ვთამაშობდი კლუბში, რომელიც ბრაზილიის პირველ ლიგაში გამოდიოდა. ვფიქრობდი, რომ ღმერთმა შანსი მომცა. შემდეგ მოვხვდი "პალმეირასში", სადაც ბევრი კარგი ფეხბურთელის გვერდით მიწევდა თამაში. აქ ორ წელიწადნახევარი გავატარე და შემდგომ მორატიმ "ინტერში" გადამიყვანა, თუმცა იქ ფეხი ვერც კაპელოს და ვერც ლორენცო სანსის ფორმაციის გუნდში მოვიკიდე. ამის შემდგომ დაიწყო ყველაფერი. "რეალში" მე განვიცადე პროფესიული ზრდა და პროფესიონალ ფეხბურთელად სწორედ აქ ჩამოვყალიბდი. დამიჯერეთ, ოცნებები ხდება...
პატარაობისას, გქონდათ თუ არა თქვენი კუმირის პოსტერები?
ამ მხრივ მე და მამაჩემი გამორჩეულები ვიყავით. ჩვენი სახლი სავსე იყო პელესა და "სანტოსის" ფოტოებით...
რა გახსოვთ იმ დღიდან, როდესაც პირველად მოირგეთ მადრიდის "რეალის" მაისური?
გრძელი თმები მქონდა, მატჩის შემდგომ სიბელესზე წავედით. მადრიდში ჩემი პირველი დღეების ამსახველი ფოტოები ახლაც მაქვს და ხშირად ვათვალიერებ...
ამჟამად "რეალს" ორი კაპიტანი ჰყავს, კასილასი და რამოსი. როგორ ფიქრობ, ძნელია იყო "ბლანკოსის" კაპიტანი?
სულაც არა, მთავარია ამაყობდე შენი გუნდით. კაპიტანი კრიტიკულ მომენტებში თავის თავზე უნდა ღებულობდეს ყველა პასუხსიმგებლობას. პირადად ჩემთვის, ფეხბურთელისთვის მაქსიმალური მიღწევა მადრიდის "რეალის" კაპიტნობაა.
ზიდანმა განაცხადა, რომ მას არასდროს დაავიწყდება ყველასთვის კარგად ნაცნობი გოლი. მან ამ გოლზე განაცხადა: "მე დავინახე ბურთი, რომელიც დიდი მანძილით სცილდებოდა კარს,მოვტრიალდი და შემდგომ გავიგონე გულშემატკივრების შეძახილი გოლზე, ვერც კი მივხვდი რა მოხდა."...
ხალხი მე დღემდე მისვმას კითხვებს, თუ როგორ გავიტანე ის გოლი. როგორ ავუხსნა მათ, როცა მე თვითონაც არ ვიცი ეს...
კასილასი იხსნებს, როცა მეცხრედ მოიგეთ ჩემპიონთა ლიგა, იგი გასახდელში ტიროდა და პირველი სწორედ თქვენ მიხვედით მასთან...
ყველა ტავისებურად გამოხატავს სიხარულს. მე მინდოდა, რომ იკერი დამემშვიდებინა და ეს შევძელი კიდეც. იგი დავარწმუნე, რომ ჩვეთან ერტად აღენიშნა ჩემპიონობა. მე უკვე განცდილი მქონდა ბედნიერი წუთები და ამ საკითხში კასილასზე მეტად გამოცდილი ვიყავი. როცა ასეთ მნიშვნელოვან ტიტულებს იგებ, სჯობს იმხიარულო და თანაგუნდელებთან ერთად აღნიშნო გამარჯვება...
რომელია ყველაზე ბედნიერი დღე რობერტო კარლოსისთვის მადრიდის "რეალში"?
ყველა, თითოეული დღე, როცა მე ვვარჯიშობდი "რეალ მადრიდ სიტიში" ვალდებასაზე, ყველა მატჩი., ყველა მოგზაურობა გუნდთან ერთად, ჩინეთსა და იაპონიაში, ყველგან... ყოველი დღე, რომელიც მე ფეხბურთში გამიტარებია, მნიშნელოვანია...
წარმოიდგინეთ, რომ ახლა "რეალში" თამაშობთ...
როცა მე "რეალის" თამაშ ვუყურებ ტელევიზიის საშუალებით, ამას წარმოვიდგენ ხოლმე. ხაბი ალონსოს გრძელი გადაცემები ძალიან მაგონებს ბექჰემისას. მშვენიერი იქნებოდა ბენზემასა და რონალდოს გვერდით თამაში, აგრეთვე ხედირას, კაკას, მარსელოს, ოზილის და ა.შ. ათასი რამ მიტრიალებს თავში...
კრიშტიანოს აქვს გასაოცარი დარტყმა. რას იტყოდით ამაზე?
"რეალ მადრიდ სიტიში" სტუმრობისას მას მე სხვა თემებთან ერთად ამაზეც ვესაუბრე. ერთეულებია ისეთი ფეხბურთელები, რომელთაც ასე შეუძლიათ დარტყმის შესრულება. მას აქვს თავისი სტილი. ბექჰემიც ბრწყინვალედ ასრულებდა დარტყმებს, თუმცა რონალდო ამ საკითხში ფენომენალურია.
ერთ-ერთი პირველი, რომელსაც თქვენ ვალდებასაზე ესაუბრეთ, ეს მოურინიოა...
მართალია მე მიმუშავია, ისეთ დიდებულ მწვრთნელებთან, როგორებიც დელ ბოსკე და კაპელო არიან, მაგრამ, რომ მკითხონ, რომელია მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი, ვუპასუხებ, რომ ეს მოურინიოა. ნებისმიერ კლუბს და ფეხბურთელს სურს, რომ მოუ იყოს მათი მწვრთნელი. პირველად მას 2 თუ სამი წლის წინ ვესაუბრე, მაშინ იგი "ჩელსიში" იყო, ის უბრალოდ ბრწყინვალე ადამიანია...
ისურვებდით, რომ ის თქვენი მწვრთნელი იყოს?
ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ ეს რამდენად შესაძლებელია, მეორე საკითხია. ის უდიდესი პროფესიონალია. მას აქვს თავისი სტილი, იგი ყოველთვის ცდილობს ფეხბურთელისგან მაქსიმუმი მიიღოს და ეს მოთამაშისთვისაც ძალიან კარგია. ბერვი მოურინიოს აკრიტიკებს თავისი სტილის გამო, მაგრამ ის კი ნათელია, რომ მისნაირი მწვრთნელები ერთეულები არიან, თუ კი საერთოდ არსებობენ...
როგორ შეაფასებდა რობერტო კარლოსი "რეალს" მიმდინარე სეზონში?
"ლა ლიგაში" ჩემპიონობა გარდაუვალია, მაგრამ ვისურვებდი, რომ მადრიდელებმა ჩემპიონთა ლიგის თასიც აღმართონ. წესით, მათ მეოთხედფინალში გასვლა არ უნდა გაუჭირდეთ, რამეთუ მეორე მატჩი "ბერნაბეუზე" აქვთ ჩასატარებელი...
როგორ ფიქრობთ, რთული მატჩი იქნება "ცსკა"-სთან?
"ცსკა"-მ დაკარგა ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ვაგნერ ლავია, იგი ბრწყინვალე დუეტს ჰქმნიდა დუმბიასთან, თუმცა მოსკოვური გუნდი ბრაზილიელის გარეშეც არ გამოიყურება ცუდად. ვფიქრობ, სტადიონი სავსე იქნება. ჩემი აზრით, მადრიდელებს არანაირი პრობლემა არ შეექმენბათ
როგორ ფიქრობთ, მოსკოვში თამაშის მიმდინარეობისას ბრძოლა სიცივის წინააღმდეგ იქნება?
მე ვფიქრობ, რომ ახლა მადრიდში უფრო ცივა. აქ ქარი გაცილებით ძლიერია ხოლმე, ვიდრე რუსეთში. როცა -20 გრადუს ყინვაში თამაშობ, არც ისეთი სიცივეა, როგორც ამას ხალხი ამბობს. კიევში -11 გრადუსშიც მითამაშია და იქ უფრო იყო სიცივე. მოედანი ბრწყინვალე მდგომარეობაში იქნება და ჩემი აზრით, ამინდი არანაირ ხელს არ შეუშლის თამაშის მიმდინარეობას...
უკვე ხედავთ გუნდს სიბელესზე?
ამაზე ჯერ არ მსურს საუბარი, ლოდინი გვმართებს, მაგრამ ამაში ეჭვი არ მეპარება...
- 20 თებერვალი 2012
- 2 039
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.