მოუ: "კარგია, რომ ფეხბურთელები დაგვიბრუნდნენ"

ჟოზე მოურინიომ მატჩის შემდგომ პრესკონფერენცია გამართა...

"ცხადია, შედეგით კმაყოფილი ვარ. მატჩი მშვიდად და ყოველგვარი აღელვების გარეშე მოვიგეთ და მნიშვნელოვანი ქულები მოვიპოვეთ. ახლა ჩემპიონატის ისეთ სტადიაზე ვართ, რომ არ გვმართებს ყურადღების მოდუნება და ზედმეტი თავსატეხის გაჩენა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაგვიბრუნდნენ ტრავმირებული მოთამაშეები. როცა ყოველ სამ დღეში გიწევს თამაში, კარგია, რომ ამდენი ფეხბურთელი გყავს მწყობრში."

"დი მარიას არყოფნა ძალზედ ეტყობოდა გუნდს, მაგრამ გარკვეულწილად აღმოფხვრილი იყო პრობლემები. მისი დაბრუნება ძალზედ სასიხარულოა და პირველ რიგში მნიშვნელოვანი, რამეთუ შეტევას მრავალფეროვნება არ აწყენს. ცხადია, ხედირას დაბრუნებას ძალიან კარგი ამბავია. ლაზარეთში მხოლოდ ლასი და ალტინტოპი რჩებიან. დიარა "ცსკს"-ს წინააღმდეგ ვერ შეძლებს თამაშს, ხოლო ალტინტოპო სავარაუდოდ გამოჯანმრთელებული იქნება."

"იგუაინს პტაქტიკულად არ უვარჯიშია ამ კვირაში, რადგან მას მცირე ტრავმა აღენიშნებოდა. იგი მზად იყო ამ მატჩისთვის, მაგრამ ვარჩიე, რომ სკამზე დარჩენილიყო, რამეთუ თავი ამცილებინა ტრავმის გამიზეზებისკან. იგი ჩვენთვის უმნიშნელოვანესი ფეხბურთელია და ვერ დავუშვებდი მისი რისკის ქვეშ თამაშს."

"ჩემი გზავნილი ყოფილ კლუბებთან ის იქნება, რომ მე "ინტერში" და "ჩელსიში" მოშაობისას ძალიან მიყვარდა როგორც ეს გუნდები, აგრეთვე მათი გულშემატკივრებიც. უდიდეს პატივს ვცემ ახლა იქაურ ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს. მაგრამ ეს უკვე ჩემი წარსული და კარგი მოგონებებია, მე დღეს აქ ვარ და უკვე აღარ ვფიქრობ წარსულზე. როცა მწვრთნელები რაიმე შეცდომას უშვებენ, მაშინვე გადადიან მათ ლანძღვასა და კრიტიკაზე, ხშირ შემთხვევაში ზედმეტზეც კი, განსაკუთრებით კარგად კი ეს პრესის წარმომადგენლებს გამოსდით."

"ახლა მთლიანად ჩემპიონთა ლიგის მატჩზე ვართ გადართულნი. კარგია, რომ მოსამზადებლად ორი დღე გვაქვს. ცხადია, მოტივაცია უდიდესი გვაქვს, თუმცა ისიც კარგად ვიცით, რომ მოსკოვში თამაში ძალიან გაგვიჭირდება."

  • wishmaster
  • 19 თებერვალი 2012
  • 2 263
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 16
2 მბაპე 15
3 რაფინია 11
4 ბუდიმირი 10

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2025 (34)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)