ვან დერ ვაარტი : "რეალი" კარგ სეზონს ატარებს
მადრიდის "რეალის" ექს ფეხბურთელმა, რაფაელ ვან დერ ვაარტმა, რომელმაც "ბლანკოსის" რიგებში რამდენიმე წელი გაატარა, ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა...
"ჟოზე მოურინიოს შეგირდები ძალიან ლამაზ და ლაღ ფეხბურთს აჩვენებენ, ეს გუნდი უდიდესი ტრადიციების მატარებელია და ფანები ყოველთვის ითხოვენ უმაღლესი კლასის ჩვენებას, რასაც ესპანური გიგანტი ამ ეტაპზე ნამდვილად ახერხებს, "თეთრებს" ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლიათ მომატება და გოლების გატანა, თითქოს ისე ხდება, რომ გუნდს როცა უნდა მაშინ იტანს, როგორც კი "ბლანკოსი" აჩქარდება, მისი შეჩერება შეუძლებელია."
"ნამდვილად არ მეგონა, თუ "ელ კლასიკოში" 2-0 პირველი ტაიმის შემდეგ, გუნდი თამაშს გაათანაბრებდა და კატალონიურ გუნდს საკუთარ სტადიონზე დაცვას მიაჯაჭვებდა, ბოლო წუთები გვარდიოლას გუნდისთვის კრიტიკული იყო, რადგან მხოლოდ "რეალი" დომინირებდა, იქ აშკარად გამოჩნდა დედაქალაქელთა მებრძოლი სული."
"სამეფო კლუბის ფეხბურთელები ნამდვილად კარგ სეზონს ატარებენ და ეს მათ ჰანდიკაპშიც აისახება, რომელიც კატალონიურ გუნდთან აქვთ, რთულად წარმოსადგენია პეპის გუნდმა პირველ ადგილზე გადასვლა შეძლოს, რადგან "ბლანკოსი" უკვე 3 წელიწადია ჩემპიონი ვერ ხდება და ნამდვილად მოვიდა თასის აღმართვის დრო."
"სერხიო რამოსის თამაში ჩემთვის აღმაფრთოვანებელია, ნებისმიერ შემტევს უჭირს მის წინააღმდეგ ასპარეზობა, რადგან ესპანელი მცველი ფიზიკურად ძალიან ძლიერია და არასდროს იღლება, დარწმუნებული ვარ შეხვედრა 180 წუთი რომ მიდიოდეს, სერხიო მაინც ენერგიულად იქნება, რადგან მისი ფიზიკური კონდიციები მაქსიმალურადაა განვითარებული."
- 19 თებერვალი 2012
- 1 816
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.