რონალდო ხუანიტოს გაუტოლდა
როგორც მოგეხსენებათ, რონალდოს გატანილი ბურთი მისთვის რიგით 121-ე აღმოჩნდა "რეალში" ასპარეზობისას...
შეხვედრის მეექვსე წუთზე კრიშტიანო რონალდომ თავური დარტყმით არამრტო ანგარიში გახსნა, არამედ გატანილი გოლებით ლეგენდარულ ხუანიტოს გაუთანაბრდა. პორტუგალიელის ანგარიშზე უკვე 121 გატანილი ბურთია და მადრიდის "რეალის" ყველა დროის ბომბარდირებში მეცამეტე ადგილს იყოფს ესპანელ ფეხბურთელთან. ძნელად სავარაუდო არცაა, რომ კრიშტიანო უახლოეს შეხვედრებში ათეულშიც შეაბიჯებს, რამეთუ მეათეადგილოსან მიჩელამდე მას სულ რაღაც ცხრა ბურთი აშორებს. აღსანიშნავია, რომ ოცეულში რონალდოს გარდა კიდევ ერთი მოქმედი "რეალის" ფეხბურთელია და ის გონსალო იგუაინი გახლავთ. პიპიტა 94 გოლით მეცხრამეტე ადგილს იკავებს...
- 19 თებერვალი 2012
- 2 070
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.