დი მარიას 50-ე შეხვედრა
გუშინდელი შეხვედრა, რომელიც მადრიდის "რეალმა" სანტანდერის რასინგის წინააღმდეგ გამართა, ანხელ დი მარიასთვის საიუბილეო გამოდგა. არგენტინელმა მოთამაშემ თეთრი მაისურით უკვე 50 დაპირისპირება გამართა...
ანხელი ტრავმების მიუხედავად არ კარგავს სასურველ და საუკეთესო კონდიციას და იგი მაქსიმალურად ცდილობს გუნდის დახმარებას, არგენტინელმა მოთამაშემ ამ სეზონში უკვე 13 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი, ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ მან საკუთარ აქტივს ხუთი გოლიც შესძინა.
არგენტინელი მოთამაშის დებიუტი "ბლანკოსის" რიგებში წინა სეზონში, 29 აგვისტოს, ლა ლიგის პირველი ტურის ეგიდით გამართულ შეხვედრაში შედგა, სადაც ჟოზე მოურინიოს გუნდი "მალიორკას" შეხვდა და მატჩი 0-0 დაასრულა.
აღსანიშნავია, რომ 50 მატჩი დი მარიამ მხოლოდ ლა ლიგაში გამართა, არ გეგონოთ, რომ ეს სტატისტიკა ყველა ტურნირს მოიცავს.
- 19 თებერვალი 2012
- 1 530
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.