მოუ ლუკას მოურათი ინტერესდება

El Confidencial-ის ცნობით, ჟოზე მოურინიოს დავალებით მადრიდის "რეალის" მესვეურები ლუკას მოურას აგენტთან უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს...

ლუკას მოურა ამჟამად "სან პაულოს" ღირსებას იცავს და კლუბის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა გახლავთ. ბრაზილიელმა ნახევარმცველმა წინა სეზონში 9 გოლის გატანა მოახერხა და უნდა აღინიშნოს, რომ ყველა მათგანი ულამაზესი იყო. ამჟამად მოურას "პაულისტაზე" 3 გოლი დაუგროვდა. ახლაგაზრდა ფეხბურთელი უკვე ნაკრებშიც გამოიძახეს და იგი თითქმის ყველა მატჩში ღებულობს მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ ლუკასს სამ პოზიციაზე თანაბრად შეუძლია თამაში.

El Confidencial-მა დღეს გაახმაურა, რომ ლუკასით ჟოზე მოურინიო დაინტერესდა და მისი დავალებით ფეხბურთელის აგენტსაც დაუკავშირდნენ. როგორც "სან პაულოს" მესვეურები აცხადებენ, ჯერ მათთან არავინ მისულა მოურას ტრანსფერთან დაკავშირებით. ბრაზილიელით "ჩელსი" და "ინტერიც" ინტერესდება და ორივე კლუბი მზადაა მასში 35 მილიონი გადაიხადონ, თუმცა ცნობილია, რომ მოურას ამჟამინდელი კლუბი მას 40 მილიონად აფასებს.


  • wishmaster
  • 18 თებერვალი 2012
  • 2 352
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 9
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 4
4 ფერანი 4

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2025 (167)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)