"რეალი" - "რასინგი" [პრევიუ]
მადრიდის "რეალი" დღევანდელ მატჩს საკმაოდ კარგი სტატისტიკით ეგებება. ყველაფერი იმით დავიწყოთ, რომ "მერენგებმა" წინა ტურში უკვე ათ ქულიანი ჰანდიკამპი შეიქმნეს უახლოეს მდევარ, "ბარსელონასთან". მოურინიოს შეგირდებს ამ სეზონში "ლა ლიგაში" ყველაზე მეტი - 19 გამარჯვება აქვთ, აგრეთვე ყველაზე მეტი - 75 გოლი აქვთ გატანილი. 2012 წელს "ბერანბეუზე" "რეალმა" სულ ოთხი შეხვედრა ჩაატარა და 16 გოლის გატანაც მოახერხა. საუკეთესო ბომბარდირთა დავაში პირველობას არავის უთმობს კრიშტიანო რონალდო, რომლის ანგარიშზეც უკვე 27 გოლია 22 შეხვედრაში(!).
რაც შეეხება გუნდების სატურნირო მდგომარეობას, როგორც იცით, "რეალმა" 22 ტურის შემდგომ 58 ქულას მოუყარა თავი და ერთპიროვნულად ლიდერობს "ლა ლიგის" გათამაშებას. "რასინგს" კი საქმე ძალიან ცუდად აქვს. მათი თამაშის ხარისხიდან გამომდინარე ძნელად სავრაუდოა, რომ სანტანდერელებმა "პრიმერაში" ადგილი შეინარჩუნონ. ამჟამად "რასინგს" 23 ქულა აქვს და მე-18 ადგილს იკავებს. აქვე გეტყვით, რომ სანტანდერელბმა მხოლოდ ერთ გასვლით შეხვედრაში მოახერხეს გამარჯვების მოპოვება მიმდინარე სეზოში.
ჟოზე მოურინიომ ამ მატჩისთვის 21 ფეხბურთელს უხმო, მათ შორის არის "კასტილიას" ახლაგაზრდა მეკარე ტომას მეხიასი. არის სასიხარულო ინფორმაციაც, განაცხადს დაუბრუნდნენ მარსელო და დი მარია. რაც შეეხება დანაკლისს, ალვარო არბელოა მატჩს დისკვალიპიკაციის გამო გამოტოვებს, ხოლო ლასანა დიარა და ჰამიტ ალტინტოპი ტრავმირებულნი არიან. დანაკლისი ხუან ხოსე გონსალესსაც აქვს. დისკვალიპიკაციის გამო მატჩს გამოტოვებს ურუგვაელი სტუანი, ხოლო ტრავმირებულნი არიან კოსლა და ხაირო.
ორიოდე სიტყვა მადრიდულ-სანტანდერულ დაპირისპირების სტატისტიკაზეც ვთქვათ, სულ აღნიშნული კლუბები ერთმანეთს 43-ჯერ დაუპირისპირდნენ. ცხადია, "რეალი" უდიდეს უპირატესობას ფლობს. "მერენგებმა" 33 შეხვედრაში იმარჯვეს, ხუთი ფრედ დაასრულეს და ხუთჯერაც დამარცხდნენ. ბურთების შეფარდება კი 115-40-ზე გახლავთ, რაღა თქმა უნდა "რეალის" სასრგებლოდ.
- 18 თებერვალი 2012
- 1 608
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.