შანსი იგუაინს
2012 წლის მატჩები იგუაინმა იმაზე ცუდად ჩაატარა, ვიდრე ამას წარმოვიდგენდით. თავდაპირველად პიპიტამ სამ შეხვედრაში სამი გოლის გატანა მოახერხა, "მალაგასთან", "მალიორკასთან" და "გრანადასთან", თუმცა შემდგომ მან სწრაფი დაღმასვლა დაიწყო. განსაკუთრებით ცუდად გამოიყურებოდა "კამპ ნოუზე", სადაც რამდენიმე 100%-იანი საგოლე მომენტი გაანიავა. ამის შემდგომ, თითქოს იმოქმედა გონსალოზე "ბარსელონას" წინააღმდეგ ცუდად თამაშმა და ვერც მომდევნო შეხვედრებში გაიბრწყინა. "ლევანტესთან" გონსალო გონს მოეგო, საკმაოდ კარგად იასპარეზა და რაც მთავარია, მან კრიშტიანო რონალდოს ძალიან კარგი საგოლე გადაცემა გაუკეთა...
ახლა ჯერი "რასინგზეა"... გონსალოსთვის სანტანდერული კლუბი საკმაოდ კარგად მოსაგონარია. იგუაინმა მათ წინააღმდეგ სულ რვაჯერ იასპარეზა და ხუთჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება. ამ რვა მატჩში "რეალმა" შვიდი მოიგო და მხოლოდ ერთხელ დაასრულა ფრედ, ისიც მიმდინარე სეზონში - 0-0. ბოლოს მან სანტანდერელებს წინა სეზონშ გაუტანა, როცა "რეალმა" მეტოქე 6-1 გაანადგურა. როგორც ხედავთ, პიპას "უყვარს" "რასინგის" კარში გოლების გატანა, ამას ისიც დავუმატოთ, რომ ბოლო სამ "ლა ლიგის" შეხვედრაში მას მშრალი სერია აქვს და იგი ორმაგი მონდომებით გავა მოედანზე, ცხადია მწვრთნელმა თუ მისცა ამის საშუალება...
- 17 თებერვალი 2012
- 2 282
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.