El País "რეალის" წინააღმდეგ
აღნიშნული გამომცემლობა არასდროს გამოირჩეოდა "რეალის" ქება-დიდებით, მაგრამ მათმა ბოლო დროინდელმა სტატიებმა მადრიდისტებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. El País-ის ჟურნალისტები წერენ ყველაზე და ყველაფერზე(ცხადია, ცუდს). განსაკუთრებით დიდი გამოხმაურება ერთ-ერთმა ბოლო სტატიამ გამოიწვია, რომელშიც ბევრი ისეთი ფაქტი იყო აღწერილი, რომელიც რეალობას ნაკლებად შეესაბამება და ის ბოლო დროს "კოპა დელ რეის" ფინალთან ატეხილ აჟიოტაჟს შეეხებოდა. პირველი და ყველაზე გამაღიზიანებელი ის გახლდათ, რომ სტატიის ავტორი "ბერნაბეუზე" ფინალის ჩატარებაზე უარის თქმას სამშობლოს დანაშაულს უწოდებდა და ყოველივე ამას ეროვნული დროშის დაწვასთან აიგივებდა. ცნობისთის, ეროვნული დროშის დაწვით ფინალისტები გამოირჩევიან...
აგრეთვე, მკაფიოდ არის გამოხატული შეურაცხჰყოფა ფლორენტინო პერესისა. მათი თქმით, "რეალის" პრეზიდენტს შური ამოძრავებს 2004 წელს მომხდარი ფაქტის გამო, მაგრამ ყველაზე მთავარი რაც არის, ეს შიშია. პერესს, თურმე ეშინია, რომ სწორედ "ბარსელონა" იზეიმებს "კოპა დელ რეის" მოგებას. შიში რა შუაშია, როცა "ბარსელონამ" "რეალი" გამოთიშვის შემდგომ პრაქტიკულად გაინაღდა ჩემპიონობა. ეს შიში კი არა, უბრალოდ სხვა რამ გახლავთ - არ არის სასიამოვნო, მეტიც - გამაღიზიანებელია, როცა საკუთარ სტადიონზე მოსისხლე მტერი აღმართავს თასს. აქ არ არის საუბარი მარტო "ბარსელონაზე", ბილბაოელები არანკლებ მტრობენ "რეალს". აქვე იმასაც დავამატებ, რომ "ბლანკოსმა" უკვე ოფიციალური მიზეზი გამოაქვეყნდა, თუ რატომ იყო უარზე მადრიდული მხარე. როგორც იცით, "კოპადელ რეის" ფინალი ჩემპიონთა ლიგის ფინალის მეორე დღესაა დაგეგმილი და იმ შემთხვევაში, თუ მადრიდისტები ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს მოიგებენ, ცხადია, მეორე დღეს ნანატრ გამარჯვებას "ბერნაბეუზე" აღნიშნავენ და თუ იქ ფინალი იქნა, ეს ვერ მოხერხდება. ვთქვათ და არ აღინიშნა სტადიონზე, სიბელესზე მადრიდისტები ყველა შემთხვევაში შეიკრიბებიან. მაშინ, როცა ქუჩები სავსე იქნება კატალონიელი, ბასკი და მადრიდელი გულშემატკივრით რას უნდა ველოდოთ?
ცხადია, არც ჟოზე მოურინიო დაუტოვებიათ გაუკრიტიკებლად. ერთ-ერთ სტატიაში ისიც კი ეწერა, რომ პორტუგალიელმა სპეციალისტმა აიძულა პერესს, რომ უარი ეთქვა. აგრეთვე, ნახსენებია, რომ მოურინიო მსაჯების მიმართ ზეწოლას ახდენს და მათ აიძულებს "რეალის" სასარგებლოდ განსაჯონ შეხვედრები. და ყველაზე მთავარი და აღმაშფოთებელი, თურმე ერთი თვის წინ, ჟოზე მოურინიოს სპეციალურად დაუტრავმია ნური შაჰინი და ფაბიო კოენტრაო, რომ ძირითად შემადგენლობაში არ ეასპარეზათ...
- 17 თებერვალი 2012
- 3 047
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.