თასის ფინალზე საუბრები არ ცხრება
ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ "კოპა დელ რეის" ფინალში ბილბაოს "ატლეტიკი" და კატალონიის "ბარსელონა" იასპარეზებენ. ისიც კარგად გეცოდინებათ, თუ რა აჟიოტაჟი შეიქმნა ფინალის გასამართი სტადიონის ძიებისას. ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს და პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. ორშაბათს, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შარშანდელის მსგავსად ფინალი "მესტალიაზე" ჩატარდეს, ეს იმის გამო მოხდა, რომ მადრიდელებმა ორი მოსისხლე მტერისთვის მოედნის დათმობა არ ისურვეს. ცხადია, ამან ორივე გუნდისგან არასასიამოვნო რეაქცია გამოიწვია.
დღეს, უკვე ოფიციალურად გახდა ცნობილი, თუ რატომ განაცხადა უარი ფლორენტინო პერესმა ფინალის "ბერნაბეუს" გამართვაზე. როგორც მოგეხსენებათ, "კოპა დელ რეის" ფინალი წესით ჩემპიონთა ლიგის ფინალის მეორე დღეს გაიმართება. დონ ფლორენტინოს განცხადებით, არ არის გამორიცხული "მერენგებმა" "ალიანს არენაზე" აღმართონ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატის თასი და წესისამებრ მათ ზეიმი მადრიდში უნდა განაგრძონ მეორე დღეს, მაგრამ თუ "ბერნაბეუზე" ფინალი ჩატარდება, ეს ვერ მოხერხდება. ასე რომ, პერესი წინასწარ იზღვევს თავს.
- 17 თებერვალი 2012
- 2 460
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.