რონალდუს 11 მანქანა
ფეხბურთელმა, რომლის გასამრჯელოც კვირაში 100 ათასი ევროს ქვევით კარგა ხანია, რაც არ ჩამოსულა, მინიმუმ ერთი ეფექტური გზა მაინც იცის, თუ როგორ უნდა დახარჯოს ეს ფული: იყიდოს ძვირადღირებული მანქანები. გთავაზობთ მონაცემებს კრიშტიანო რონალდუს ავტოფარეხის შესახებ, რომელსაც ეხლახან ახალი Lamborghiniი-ი შეემატა.
1. Mercedes Benz C-Class Coupe
რონალდუს მანქანებს შორის ყველაზე უბრალო, სულაც არ ყოფილა გასაკვირი, რომ სწორედ ამ მანქანით ჩავიდა რონალდუ მადეირაში, სადაც ის ახსოვთ, როგორც ფეხშიშველი ბიჭი, რომელიც ქუჩაში ბურთს თამაშობდა.
2. BMW M6
კარგი, მარგამ რონალდუს სხვა მანქანებთან შედარები მოკრძალებული. ამ მანქანით ის მოძრაობდა მანჩესტერში 2008 წელს.
3. Audi Q7
რონალდუ ამ ”ვეშაპის” გაბარიტების მქონე მანქანით 2008 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიაზე გამოცხადდა.
4. Porsche Cayenne Turbo
არცთუ ისე ძვირადღირებული მაქნანა ფეხბურთის სუპერვარსკვლავისთვის.
5. Aston Martin DB9.
ძვირადღირებული, თეთრი ავტომანქანა კრიშტიანომ ჯერ კიდევ ”მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშისას იყიდა ”სულ რაღაც 130 ათას ფუნტად”
6. Audi RS5.
”მადრიდის რეალისა” და ”აუდის” ურთიერთთანამშრომლობიდან გამომდინარე, კრიშტიანო რონალდუმ იყიდა RS5-ი. თავისი ინიციალების სანომრე ნიშნისთვის და ნომრისთვის (CR7) მან 170 ათასი ფუნტი ჩადო.
7. Maserati GranCabrio.
ამ მანქანაში რონალდუ ჩასვეს, როცა მადრიდში რეკლამას იღებდნენ, მაგრამ მანქანა პორტუგალიელს ისე მოეწონა, რომ იქვე იყიდა 100 ათას ფუნტად.
8. Bentley Continental.
რა თქმა უნდა, ეს მანქანა მან იმ დროს იყიდა, როცა ინგლისში თამაშობდა. რა თქმა უნდა, ის მარტო არაა ამ მხრივ-თითქმის ანალოგიური ”ბენტლი” დგას ჯანო ანანიძეს ეზოში. გასაკვირია, მაგრამ რონალდუ ამ მანქანას 2007 წლიდან მოყოლებული არ განშორებია.
9. Ferrari 599 GTB Fiorano.
წითელი - სხვა ფერი როგორ შეიძლებოდა -”ფერარი” , რომელიც 180 ათასი ფუნტი დაუჯდა რონალდუს , მანვე მანჩესტერის აეროპორტის გვირაბში დაამტვრია. ამ შემთხვევის შემდეგ , ზუსტად მასეთი ”ფერარი” ოღონდ მინიატურული ვერსია მას აჩუქეს თანაგუნდელებმა. რონალდუმ ხუმრობა ვერ გაიგო და რამოდენიმე თვეში ზუსტად ანალოგიური მანქანა იყიდა.
10. Bugatti Veyron
Nike-ის ცნობილი რეკლამის შემდეგ რონალდუმ სწორედ ის მანქანა იყიდა. რომელსაც ასწრებს რეკლამაში. ასეთი ბუგატი 830 ათასი ფუნტი ღირს. თუ რონალდუ გადავიდოდა ”ანჟიში” მას ეს მანქანა ადვილი მოსალოდნელია, რომ უფასოდ ერგებოდა.
11. Lamborghini Aventador LP700-4
მეექვსე თაობის სუპერქარი, რომელიც არც თუ ისე დიდიხნის წინ აღმოჩნდა კრიშტიანოსთან არც ისე ძვირი ღირს - სულ რაღაც 255 000 ევროდან იწყება მისი ფასი.
- 16 თებერვალი 2012
- 10 905
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.