საჩუქარი ”მადრიდის რეალს”
ალფრედო დი სტეფანომ ”მადრიდის რეალს” ყველა თავისი ინდივიდუალური ჯილდო და დოკუმენტები გადასცა.
როგორც ესპანური პრესა იუწყება, ”ბლანკოსების” საპატიო პრეზიდენტმა ალფრედო დი სტეფანომ საკუთარ გუნდს ყველა თავისი პირადი ჯილდოები და დოკუმენტები გადასცა.
საქმე ეხება 659 ჯილდოს და დოკუმენტებს, რომლებიც მის ბრწყინვალე კარიერას ასახავენ. ამ ეტაპზე ”სამეფო გუნდის” ხელმძღვანელობა მუშაობს იმაზე, რომ ყველა ზემოთხსენებული საჩუქარი განთავსდეს სტადიონ ”სანტიაგო ბერნაბეუზე” მდებარე ”მადრიდის რეალის” მუზეუმში.
ასე და ამგვარად ასრულდება დი სტეფანოს დიდი ხნის ოცნება, რომელსაც ის ხშირად უზიარებდა ისეთ ვეტერანებს, როგორებიც იყვნენ სანტამარია, მაჩინი, სოკო, ამანსიო, მნერა, ბუიო.
- 16 თებერვალი 2012
- 2 140
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.