ბენზემა კვლავ განაგრძობს პროგრესს
კარიმ ბენზემას ლიონიდან გადმოსვლის შემდეგ ბევრს აკრიტიკებდნენ. საქმე იმაში იყო, რომ კარიმის ადაპტაციის პროცესი ძალიან გაიწელა და ვერ მოერგო სამეფო კლუბს, თუმცა უკვე 1 წელია კარიმი კრიტიკოსებს თავისი კარგი თამაშით პასუხობს.
მიუხედავად ამისა დღესაც ბევრ კრიტიკოსს მიაჩნია, რომ ლიონში ფრანგი უფრო პროდუქტიული იყო, ვიდრე მადრიდის რეალში. სტატისტიკა კი სრულიად საპირისპიროს ამბობს. ფრანგმა ფორვარდმა მშობლიურ კლუბში ასპარეზობისას 112 ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 43 გოლის გატანა მოახერხა, რაც საშუალოდ 0.38 გოლს უდრის. სამეფო კლუბში კი კარიმმა 80 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და აქედან 34 ში გაიტანა გოლი (საშუალოდ 0.43 ბურთი თამაშში).
რაც შეეხება მის უშუალო კონკურენტს გონსალო იგუაინს, მისი სტატისტიკური მაჩვენებელი მცირეოდენით აღემატება კარიმის მაჩვენებელს, პიპიტამ 148 მატჩში 83 გოლის გატანა მოახერხა (0.56 გოლი შეხვედრაში).
მიმდინარე სეზონში ბენზემამ 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა (ჩემპიონთა ლიგა, სამეფო თასი და ლა ლიგა) და გაიტანა 18 გოლი, რაც საშიუალოდ 0.58 გოლს უდრის ერთ შეხვედრაში. პიპიტამ კი 32 შეხვედრაში 17 ჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება. 0.53 ბურთი ერთ მატჩში. როგორც ხედავთ მიმდინარე სეზონში კარიმ ბენზემა უფრო შედეგიანია, ვიდრე არგენტინელი ფორვარდი, მაგრამ აქვე უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ გონსალო იგუაინი ხშირად სათადარიგო სკამზე ზის და ნაკლები სათამაშო დრო ეძლევა.
- 16 თებერვალი 2012
- 1 907
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.