ლიდერები 15 ტურში
ალბათ, იმაზე საუბარი აღარ ღირს, თუ რამდენი გოლი გააქვს "რეალს" საშუალოდ, ან რამდენს უშვებს. ამაზე თითქმის ყოველდღე კითხულობთ სტატიებს. ახლა ერთ საინტერესო სტატისტიკას გადავავლოთ თვალი. მაშ ასე, "ლა ლიგაში" სულ 22 ტური ჩატარდა. როგორც ესპანელი ჟრნალისტები გვამცნობენ, მადრიდის "რეალი" 22-დან 15 ტურს(68.5%) ლიდერის რანგში შეეგება. "ბლანკოსი" ამ კომპონენტში უდიდესი უპირატესობით უსწრებს სხვა გუნდებს. ცნობისთვის, "ლა ლიგის" მიმდინარე გათამაშებას სულ 5 ლიდერი ჰყავდა. "რეალზე" მოგახსენეთ, სხვა გუნდები კი "ბარსელონა", "ბეტისი", "ლევანტე" და "ვალენსია" გახლავთ. გარდა ამისა ისიც უნდა ღვნიშნოთ, რომ მადრიდის "რეალი" მეთერთმეტე ტურიდან მოყოლებული ერთპიროვნულად ლიდერობს "პრიმერას". მას შემდეგ მადრიდისტებმა 13 შეხვედრა ჩაატრეს, 12-ში გამარჯვება იზეიმეს და მხოლოდ ერთში დამარცხდნენ. გოლების შეფარდება კი 46-15-ზე გახლავთ. "მერენგებს" გარჯა დაუფასდათ და მათ ათ ქულიანი ჰანდიკამპი მოიპოვეს "ბარსელონასთან"....
- 16 თებერვალი 2012
- 1 870
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.