ლასი გუნდს შეუერთდა
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებმა დღეს მორიგი ვარჯიში გამართეს...
ჟოზე მოურინიომ დღეს კვირის მეორე სესია გამართა. შეგახსენებთ, რომ მადრიდელები "რასინგთან" სათამაშოდ ემზადებიან. პორტუგალიელი სპეციალისტის განკარგულებაში 24 ფეხბურთელი გახლდათ, აქედან 21 პირველი გუნდიდან, ხოლო დანარჩენი სამი კანტერიდან, კერძოდ: მერჩანი, მორატა და ტომას მეხიასი. აღსანიშნავია, რომ მცირე ტრავმის შემდეგ გუნდს შეუერთდა ლასანა დიარაც, რომელმაც სრული დატვირთვით ივარჯიშა. ჰამიტ ალტინტოპი კვლავინდებურად სარეაბილიტაციო კურსებს გადის, ხოლო გონსალო იგუაინმა სპორტულ დარბაზში ივარჯიშა განცალკავებით. მზადება ტრადიციისამებრ ჩატარდა და რამე მნიშნელოვანი სიახლე არ ყოფილა. ჩვეულებისამებრ, მეკარეებს სილვინო ლოურო წვრთნიდა.
- 16 თებერვალი 2012
- 1 345
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.