კანტერანოები ესპანეთის 19 წლამდელთა ნაკრებში
ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდი იტალიაში ჩატარდება და ესპანეთის მეტოქეები ჯგუფში მასპონძლები, სომხეთი და ბელგია იქნებიან. ხულენ ლოპეტეგუიმ ფეხბურთელებს უკვე უხმო და მზადებაც დაიწყო. ესპანელმა სპეციალისტმა მადრიდის "რეალის" კანტერიდანაც გამოიძახა სამი ფეხბურთელი. კერძოდ ხესე, დერიკი და რაულ ტომასი.
რაულ ტომასი: "ძალიან მიხარია, რომ მწვრთნელმა გამომიძახა. ეს ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა, რამეთუ სხვა თანაგუნდელებთან შედარებით ერთი წლით უნცროსი ვარ. აუცილებლად შევეცდები დავამტკიცო, რომ მწვრთნელი ჩემში არ შემცდარა."
დერიკი: "ძალიან რთული მტოქეები გვყავს, მაგრამ თავს არ დავზოგავთ, რომ ჯგუფიდან გავიდეთ. მე ვამაყობ, რომ ნაკრებში გამომიძახეს."
ხესე: "ჩვენ ამხანაგურები მატჩებიც გვექნება საფრანგეთში, აგრეთვე ელიტ-რაუნდის შეხვედრები და ვფიქრობ ეს კარგი მოსამზადებელი ეტაპია მსოფლიოს 20 წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიპიკაციო ეტაპისთვის."
- 16 თებერვალი 2012
- 1 333
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.