სენი: "მოურინიო ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა"

ამ კვირაში მადრიდს ლეგენდარული ბრაზილიელი მეკარე, როჟერიო სენი სტუმრობდა. იგი "რეალის" ვარჯიშებს დაესწრო და ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუც ჩაწერა. ვინც არ იცით გაცნობებთ, რომ სენი გამოირჩევა პენალტებისა და საჯარიმო დარტყმების უზადო შესრულებით. როჟერიო 1992 წლის შემდეგ გამოდის "სან პაულოში" და დღემდე ბრაზილიური გრანდის ღირსებას იცავს. სამწუხაროდ, მას მხარი აქვს მოტეხილი და დროებით მის გუნდს ვერ ეხმარება...

რას აკეთებს როჟერიო სენი მადრიდში? მეგობრის, კაკას სანახავად ხომ არ ჩამოსულა?

მე მსურდა, რომ თავად მეხილა მადრიდის "რეალი". ეს კლუბი მაგალითია მთელს მსოფლიოში არსებული გუნდებისთვიუს. ვინაიდან მხრის ტრავმა მაქვს, მომეცა საშუალება აქ ჩამოვსულიყავი, გავცნობოდი ჟოზე მოურინიოს მეთოდებს, რომელიც შესანიშნავი ადამიანია და კლუბის ხერხემალს წარმოადგენს. შესანიშნავი შესაძლებლობა მქონდა, რომ ჩემი ცოდნა გამეღრმავებინა. კაკა ჩემი მეგობარია. "სან პაულოში" ერთად გამოვდიოდით. მე ის ათიოდე წლის წინ გავიცანი..

ვარჯიშზე დასწრების შემდგომ, როგორ შეაფსებდით ჟოზე მოურნიოს მეთოდებს?

მოურინიო ნამდვილ სპექტაკლს დგამს. ის ყველასგან განსხვავებულად მუშაობს. ძალიან მომწონს ის, თუ როგორ ესაუბრება ფეხბურთელებს. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია, რამეთუ ამ დროს ბრწყინვალე მეგობრული ატმოსფერო ყალიბდება. დადგება ის დღეც, როცა მე ამ პროფესიას ავირჩევ და ვფიქორბ, აქ მიღებული გამოცდილება აუცილებლად გამომადგება. ცხადია, ბრაზილიაშიც ბევრს ვსწავლობ, ბევრი მოვისმინე, ვუყურე, მაგრამ თვალით ნანახს არაფერი სჯობს.

არის ის საუკეთესო მწვრთნელი მსოფლიოში?

დიახ, რა თქმა უნდა, წლებია უკვე ასეა. უახლოესი ათი წლის განმავლობაში იგი ტოპ კლუბებს ედგა სათავეში, როგორებიც არიან "ჩელსი", "ინტერი" და "რეალი". მე რასაც ვხედავ, შეიძლება იგი არ იყოს ყველა დროის საუკეთესო, მაგრამ უდავოდ ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელია ფეხბურთის ისტორიაში.

ფეხბურთელთა უმრავლესობა, რომლებიც მოუსთან მუშაობენ აცხადებენ, რომ თავს გაწირავენ მის გამო. როგორ ფიქრობ, იმსახურებს პორტუგალიელი სპეციალისტი ამას?

დიდი სიამოვნებაა ისეთ ადამიანთან მუშაობა, რომელსაც ასეთი ცოდნა აქვს, ასეთი გამოცდილება და თვისებები. სპორტსმენისთვის ძალიან დიდი შესაძლებლობაა მოუსთან მუშაობა, განსაკუთრებით ახალგაზრდასთვის.

შენ გქონდა შესაძლებლობა შეხვედროდი მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებს...

დიახ, მე მოვინახულე მარსელო და პეპე, კაკა, რომელიც ისევ ისეთივე ჯენტლმენია, როგორიც იყო, აგრეთვე კრიშტიანო რონალდო. ერთობ დიდი სიამოვნებაა, როცა ასეთი დონის ფეხბურთელების ვარჯიშს ადევნებ თვალს. გუნდში საოცარი ატმოსფერო სუფევს. მე აუცილებლად დავესწრები "რეალის" მატჩს "რასინგთან" და სამეფო კლუბს მთელი სულით და გულით ვუქომაგებ.

რა შეგიძლიათ თქვათ კაკაზე, რომელიც "სან პაულოში" თქვენთან ერთად გამოდიოდა?

ის ისეთივე დიდებული ადამიანია, როგორც მოთამაშე. მე ის პირველად მაშინ ვნახე, როცა "სან პაულოს" პირველ გუნდში დაიწყო ვარჯიში 18 წლის ასაკში და მაშინვე მივხვდი, რომ კაკა სხვებისგან განსხვავებული იყო. მას აქვს საუკეთესო ხედვა და ყოველთვის ცდილობს მაქსიმალურად დაიხარჯოს...

როგორ ფიქრობ, ამტკიცებს ის ამას მოედანზე?

"სან პაულოში" ასპარეზობისას ის ყოველ მატჩში ამტკიცებდა ამას, აგრეთვე "მილანში" გამოსვლის დროსაც. გაუტავებელმა ტრავმებმა მას მადრიდში თავის სრულად წარმოჩენის საშუალება არ მისცა, თუმცა მისი კონტრაქტი ჯერ არ ამოწურულა და ვფიქრობ, ის აუცილებლად გააუმჯობესებს თამაშის ხარისხს. ვიმედოვნებ, რომ რიკი ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებშიც დაბრუნდება და მსოფლიოს ჩემპიონატზეც მიიღებს მონაწილეობას. კაკა "რეალისთვის" ძალზედ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და კარგი იქნება, თუ იგი მადრიდში კარიერის დასრულებამდე დარჩება. რიკი უდიდესი ფეხბურთელია, ხოლო "რეალი" უდიდესი კლუბი...

შენ მოინახულე კასილასიც. როგორც მეკარე, როგორ შეაფასებდით მას?

შეიძლება ის არ არის მაღალი, მაგრამ გასაოცარია იკერის სისწრაფე და რეაქციები. მან ეროვნულ ნაკრებთან მუნდიალიც მოიგო და ამაში მისი დამსახურება უდიდესია. არ ვიცოდი, თუ ის ასეთი თბილი და კარგი ადამიანი იქნებოდა. მართალია ის 30 წლისაა, თუმცა მეკარისთვის სწორედ ეს წლოვენებაა საუკეთესო სათამაშოდ. ვფიქრობ, რომ ახლა იგი კარიერის საუკეთესო წლებს ატარებს.

მარსელო, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ახალგაზრდაა, ის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა როგორც ბრაზილიის ნაკრებში, აგრეთვე მადრიდის "რეალშიც"...

ის ნამდვილად ფენომენალური ნიჭის მქონეა. უბრალოდ არ მესმის, თუ რატომ არ იძახებდნენ მას ნაკრებში ამდენი ხნის განმავლობაში. ძალზედ რთულია ატარებდე ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მაისურს. ეს მოთამაშეებისთვის დიდ პასუხისმგებლობას წარმოადგენს.

როგორც ექსპერტი, ე.წ. "მკვდარი ბურთების" მოგერიებისა, რას იტყოდით კრიშტიანო რონალდოს გოლზე?

კრიშტიანო რონალდო არაამქვეყნიურად ურტყამს. მას ისეთი პოზიცია ჰქონდა, ისე შეეხო ბურთს... ახლაც არ ვიცი, როგორ მოახერხა ეს. ბურთი საოცარი სისწრაფით წავიდა კარისკენ, რამდენჯერმე იცვალა ტრაექტორია და მეკარეს უბრალოდ მცირე შანსიც არ ჰქონდა მისი მოგერიებისა. ასეთი ფეხბურთელები ერთეულები არიან, მათ აქვთ განსხვავებული სტილი. რონალდოს შევადარებდი მარკოს ასუნსაოსა და ჟუნინიო პერნაბუნკანოს. ისინიც საოცრად ურტყამდნენ...

და ბოლოს, მადრიდიდან ბრაზილიაში რა შთაბეჭდილებებით გაემგზავრები?

მე მოვინახულე მსოფლიოს საუკეთესო კლუბი, რომელიც საოცრებაა თავის ისტორიით, სტადიონით, ფეხბურთელებითა და გულშემატკივრებით. ბრაზილიაში ბევრია ისეთი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა უფრო იზიდავს, ვიდრე ნებისმიერი სხვა სამხრეთ ამერიკული ჩემპიონატი. ქუჩაშიც ბევრ ადამიანს შეხვდებით, რომელთაც მადრიდის "რეალის" ფორმა აცვიათ...

  • wishmaster
  • 15 თებერვალი 2012
  • 1 558
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (245)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)