მადრიდული შემტევი ტრიო რეკორდს უმიზნებს

რონალდო, იგუაინი და ბენზემა ამჟმად ესპანეთის ჩემპიონატის ყველაზე მრისხანე შემტევ ტრიოს წარმოადგენს, თუმცა ახალანდელი რეკორდი ბარსელონას ეკუთვნის. 2008/09 წლების სეზონში მესიმ (38 გოლი), ეტო'ომ (36) და ანრიმ (26), საერთო ჯამში 100 გოლს მოუყარეს თავი. (დათვლილია ჩემპიონთა ლიგში, ლა ლიგაში და ესპანეთის ჩემპიონატში გატანილი გოლები.)

მადრიდულმა ტრიომ კი ამ სეზონში უკვე 70 გოლის გატანა მოახერხეს. გოლები გადანაწილებულია შემდეგნაირად: რონალდო - 34 გოლი, ბენზემა - 19, იგუაინი - 17. სეზონის ამ პერიოდისათვის მესის, ანდრის და ეტო'ოს 2008/09 წლების სეზონში 68 გოლი ჰქონდათ გატანილი, ორით ნაკლები, ვიდრე ახლა აქვს მადრიდის რეალის სამეულს.

ამჟამად რონალდო, ბენზემა და იგუაინი საშუალოდ მატჩში 1.94 გოლს იტანენ (70 გოლი 36 შეხვედრაში). იმ შემთხვევაში, თუ ბლანკოსი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავა მაშინ 23 მატჩის ჩატარება მოუწევთ და თუ ბომბარდირებმა ასეთი ტემპით განაგრძეს გოლების გატანა მაშინ სეზონის ბოლოსათვის თეთრების მრისხანე შეტევის ანგარიშზე 114 გოლი იქნება, რაც არსებულ რეკორდს მოხსნის.

მიუხედავად ასეთი შედეგისა მოურინიო, სამივეს ერთად ძალიან იშვიათად აყენებს ძირითად შემადგენლობაში. ასეთი ფაქტი მიმდინარე სეზონში მხოლოდ სამჯერ დაფიქსირდა. ბარსასთან (სათასო მატჩი), ლევანტესთან და გრანადასთან. ამ სამეულიდან ყველაზე სუსტად კი გონსალო იგუაინი გამოიყურება, რომელმაც 2012 წელს მხოლოდ 3 გოლს მოუყარა თავი.

  • SunSay
  • 15 თებერვალი 2012
  • 1 108
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)