რეკორდების კვალდაკვალ
”მადრიდის რეალის” შემტევმა ტრიომ უკვე 70 გოლის გატანა მოახერხა მეტოქეთა კარში, როგორც ლა ლიგაში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე, სამეფო თასზე და სუპერთასზე. ეს გოლები ას ე გადანაწილდა: კრიშტიანო რონალდუ 34, კარიმ ბენზემა 19 და გონსალო იგუაინი 17.
”თეთრების” ფანტასტიკური ტემპი იმედს იძლევა, რომ ისინი შეძლებენ 2008/2009 წლებში კატალონიელი ფეხბურთელების მესი, ანრი, ეტო’ოს ტრიოს მიერ დამყარებული შედეგის გაუმჯობესებას. მაშინდელი სეზონის ამ დროს მესი, ანრი, ეტო’ოს ტრიოს 68 გოლი ქონდათ გატანილი, ანუ ორი გოლით ნაკლები. ამასთან ერთად მათ ანგარიშზე ორი თამაშით მეტი იყო (ერთი ლა ლიგაში და ერთი თასზე).
რონალდუ, ბენზემა, იგუაინის ტრიოს შეუძლიათ იამაყპნ საშუალო მაჩვენებლით, რომელიც მიახლოებით თამაშში 1,94 გოლს შეადგენს (70 გოლი 36 შეხვედრაში). სეზონის დასრულებამდე ”მადრიდის რეალს” გასამართი აქვს 3 შეხვედრა (16 ლა ლიგაში და შვიდი ჩემპიონთა ლიგაზე, თუ ისინი ფინალამდე მიაღწევენ), ამიტომაც არსებული ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, ”ბლანკოსების” შემტევ ტრიოს შეუძლია მიაღწიოს 114 გოლიან მაჩვენებელს ერთ სეზონში.
საინტერესოა ასევე ის ფაქტიც, რომ მიუხედავად ასეთი ეფექტურობისა, მოურინიო არც თუ ისე ხშირად უშვებს მოედანზე ამ სამ ფეხბურთელს ერთად. მათ ანგარიშზე საერთო ჯამში ერთად ნათამაშევი მხოლოდ და მხოლოდ 408 წუთია და 18 გოლი. ძირითად შემადგენლობაში ერთდროულად სამივე მათგანი გამოვიდა მხოლოდ ”გრანადასთან”, სამეფო თასის განმეორებით შეხვედრაში ”ბარსას” წინააღმდეგ და ”ლევანტესთან”. შედარებისთვის, წინა სეზონში პორტუგალიელმა, არგენტინელმა და ფრანგმა მოედანზე ერთად მხოლოდ და მხოლოდ 217 წუთი გაატარეს.
2012 წლიდან მოყოლებული, ყველაზე ნაკლებად ეფექტური ფეხბურთელი ზემოთხსენებული ტრიოდან არის გონსალო იგუაინი. არგენტინელი ათ შეხვედრაში სამჯერ გამოირჩა. კარიმის ანგარიშზე ექვსი გოლია, ხოლო კრიშტიანუსაზე კი ცხრა
- 15 თებერვალი 2012
- 2 653
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.