მარსელო და დი მარია რასინგთან იქნებიან
გავრცელებული ინფორმაციით მარსელო ვიეირამ სრულად მოიშუშა ტრავმა და იგი რასინგის წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში თუ არა, განაცხადში მაინც იქნება.
მედიკოსთა აზრით სანტანდერელების წინააღმდეგ მხოლოდ ვიეირა არ დაბრუნდება, ანხელ დი მარია უკვე ვარჯიშობს და მან შესაძლოა მეორე ნახევარში ასპარეზობა შეძლოს, არგენტინელი ფეხბურთელი უკვე დიდი ხანია დამტვრეულია და მას მადრიდელი გულშემატკივარი მოუთმენლად ელის.
ჟოზე მოურინიოს მარსელოს მოედანზე გაყვანა "ლევანტესთან" შეხვედრის დროსაც სურდა, რადგან ბრაზილიელი უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობდა, მაგრამ სამედიცინო შტაბმა მწვრთნელს გარისკვა არ ურჩია და პორტუგალიელმაც ყურთ იღო ექიმთა რჩევა.
ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები ამ კვირაში, მადრიდული პუბლიკა დი მარიას მთელი გულით ელის.
- 14 თებერვალი 2012
- 1 855
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.