რაულმა ბარსა გაამხნევა
მადრიდის რეალის ექს-კაპიტანმა 70 კილომეტრი გაიარა და ესპანეთის ნაკრებში შეძენილი მეგობრები: გუარდიოლა, ჩავი და პუიოლო მოინახულა.
El Mundo Deportivo-ს ცნობით, რაული ბარსელონას ვარჯიშის შემდეგ ესტუმრა, დაუპატიჟებელი სტუმრის ნახვით გაოცებას ვერ მალავდნენ ბარსას ფეხბურთელები და ოფიციალური წარმომადგენლები. ელ კაპიტანომ ისაუბრა თავის მეგობარ პეპ გვარდიოლასთან და მას ლევერკუზენთან მატჩში წარმატება უსურვა.
როგორც ვხედავთ მადრიდის რეალის ლეგენდა არის მისაბაძი მაგალითი ნებისმიერი გუნდისათვის, არ ვიცი თქვენში რა რეაქციამ გამოიწვია ამ ფაქტმა, თუმცა მე დავინახე მეტოქის დაფასება და პატივისცემა. ღირსეული ნაბიჯი ღირსეული ადამიანისაგან. რაულ გონსალეს ბლანკო არის, იყო და იქნება ადამიანი, რომელიც ნებისმიერი მადრიდისტასათვის უნდა იყოს მისაბაძი. თუმცა არა მარტო მადრიდისტებისათვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის.
- 14 თებერვალი 2012
- 4 101
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.