რონალდომ პუშკაშის შედეგი გააუმჯობესა

მადრიდის "რეალის" პორტუგალიელიმა შემტევმა, კრიშტიანო რონალდომ "ლევანტესთან" შეხვედრაში კიდევ ერთი ჰეთ-თრიკის შესრულება შეძლო...

კრიშტიანო ბრწყინვალე ფორმაშია, სამი წლის მანძილზე მან მე-13 ჰეთ-თრიკი შეასრულა და ისეთი ლეგენდის შედეგი გააუმჯობესა, როგორიც ფერენც პუშკაშია.

რონალდო მხოლოდ ალფრედო დი სტეფანოს ჩამორჩება, რომელსაც 22 ჰეთ-თრიკი აქვს საკუთარ ანგარიშზე მითვლილი, მაგრამ პორტუგალიელმა თუ ასე გააგრძელა იგი აუცილებლად დაამხობს მადრიდის სიმბოლოს რეკორდს.

"თუ გოლების გატანა გსურს, ბევრი უნდა იმუშავო და საკუთარი თავი არ დაზოგო" - განაცხადა რონიმ.

რონალდომ პუშკაშის შედეგი გააუმჯობესა


პორტუგალიელი შემტევმა პირველი მადრიდული ჰეთ-თრიკი 2009/10 წლების სეზონში, მალიორკას წინააღმდეგ შეასრულა, ის შეხვედრა დედაქალაქელებმა დამაჯერებელი ანგარიშით, 4-1 მოიგეს.

ჯამში რონალდოს ანგარიშზე ლა ლიგაში 85 მატჩი და 13 ჰეთ-თრიკია, პორტუგალიელი მოთამაშე "ბლანკოსისთვის" ძალიან დიდ ძალას წარმოადგენს.

სურათზე იხილეთ რონის "ტრიოები" და "კვარტეტები" სეზონების მიხედვით.

რონალდომ პუშკაშის შედეგი გააუმჯობესა

  • Hala
  • 14 თებერვალი 2012
  • 3 131
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 25
2 მურიქი 23
3 ბუდიმირი 17
4 ფერანი 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

აგვისტო 2026 (73)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)