იკერის მორიგი ბრწყინვალე მაჩვენებელი
სამეფო კლუბის კაპიტანი, იკერ კასილასი აგრძელებს რეკორდების დამყარებას...
ამჟამად კაპიტანმა მოგებული შეხვედრების რაოდენობით მესამე ადგილზე გადაინაცვლა. ესპანელის ანგარიშზე 442 მატჩში 285 გამარჯვებაა.
მადრიდელი კაპიტანი "ბლანკოსში" უკვე 13 წელიწადია ირიცხება, მისი დებიუტი 1999 წელს, ბილბაოს ატლეტიკთან შეხვედრის დროს შედგა.
იკერი მხოლოდ სანჩესს და რაულ გონსალეს ბლანკოს ჩამორჩება. "ელ კაპიტანოს" სამეფო კლუბის ისტორიაში ყველაზე მეტჯერ აქვს გამარჯვება აღნიშნული, მის ანგარიშზე 327 გამარჯვებაა, სავარაუდოდ სულ მალე პირველ ადგილს მადრიდისთვის საამაყო მეკარე დაიკავებს.

- 13 თებერვალი 2012
- 2 677
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.