რონალდუს 2809 წუთი
სამეფო კლუბის პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი დრო დაყო მოედანზე.
კრიშტიანუს მაჩვენებელი 2809 წუთს შეადგენს, რაც როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჯერჯერობით საუკეთესოა.მას მხოლოდდამხოლოდ 19 წუთით ჩამორჩება გუნდის კაპიტანი იკერ კასილიასი (2790).
ფიზიკურად ძლიერი რონალდუ, მოურინიოს ყველაზე გამოყენებადი ფეხბურთელია.სტატისტიკას რომ ჩავუღრმავდეთ, რონიმ სამეფო კლუბის წლევანდელი მატჩების 89 % მიიღო მონაწილეობა (35 თამაშიდან 32-ში).მოუს გადაწყვეტილებით, ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგის ორ და სამეფო თასის ერთ შეხვედრაში მოუწია სრული დასვენება („აიაქსი,“ „დინამო“ და „პონფერადინა“), ხოლო ორშიც კი, 77-ე წუთზე გავიდა მოედნიდან („ბეტისი“ და „პონფერადინა“).რაც შეეხება „ლევანტესთან“ პირველი წრის დაპირისპირებას, როგორც იცით, პირველი ტაიმის ტრავმის გამო გაუცდა მას.
ნიშანდობლივია, რომ გასულ სეზონში, კრიშტიანუ მოედანზე გატარებული წუთების მხრივ მეორე პოზიციას დასჯერდა (4625).პორტუგალიელი მხოლოდ იკერს ჩამორჩა (4802).
და ბოლოს, აქვე მოვიყვან პელეგრინის ფორმაციის მადრიდში, რონის სეზონურ მაჩვენებელს, რომელიც შეადგენს მხოლოდ 2914 წუთს. „რონალდუს გარეშე, ჩვენ სულ სხვა პოტენციალი გვაქვს“ - დასძინა ერთ-ერთ ინტერვიუში მოურინიომ.
- 11 თებერვალი 2012
- 2 450
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.