რომას შაჰინის შეძენა სურს

გავრცელებული ინფორმაციით რომის "რომა" სამეფო კლუბის თურქი ნახევარმცველის, ნური შაჰინის გადაბირებით არის დაინტერესებული და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს სერიოზული მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს...

ჟოზე მოურინიომ ახალგაზრდა შეგირდს ვერაფრით ვერ მოუძებნა ადგილი. დადიოდა ჭორები, რომ იგი ჩაბი ალონსოს გვერდით ითამაშებდა, მაგრამ როგორც ვხედავთ ესპანელ ნახევარმცველს ხან ხედირა უმშვენებს გვერდს, ხან ლასანა დიარა, ამ ბოლო დროს კი თავი ესტებან გრანერომაც იჩინა.

იტალიურ საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით მადრიდელი მოთამაშის გადაბირება იტალიურ რომას სურს, რადგან თვლის, რომ თურქი ახალგაზრდა იტალიურ ფეხბურთს ძალიან კარგად მოერგება და დედაქალაქურ გუნდს დიდ დახმარებას გაუწევს.

ერთი რამ საყოველთაოდ ცნობილია, პორტუგალიელ სპეციალისტს ნური ძალიან ესიმპატიურება და მისი აზრით მოვა დრო, როდესაც შაჰინი "რეალის" ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა გახდება, მაგრამ როდის მოხდება ეს ყველაფერი არავინ იცის, ნურის კი სათამაშო პრაქტიკა სწყურია, რადგან სურს რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებელი გახდეს, ამის პერსპექტივა კი მას ნამდვილად აქვს.

  • Hala
  • 10 თებერვალი 2012
  • 1 902
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)