ოზილისა და რამოსის შესანიშნავი ტანდემი

მორიგი საინტერესო სტატისტიკა...

წინა სეზონიდან მოყოლებული დღემდე სერხიო რამოსმა 5 გოლის გატანა შეძლო კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთის შემდგომ. შეიძლება ეს გასაკვირიც არ არის, რამეთუ "რეალის" ვიცე-კაპიტანი მეორე სართულზე თამაშით გამოირჩევა და სტანდარტული მდგომარეობისას ხშირად იმყოფება მეტოქის საჯარიმოში, მაგრამ ესპანელმა ჟურნალისტებმა საკმაოდ საინტერესო რამ აღმოაჩინეს. რამოსი მხოლოდ ოზილის ჩამოწოდებული კუთხურის შემმდგომ იტანს. ასე რომ, მესუთმა სერხიოს ხუთჯერ გაუწია ასისტენტობა.

პირველად ოზილის დახმარებით რამოსმა "სარაგოსას" გაუტანა წინა სეზონში 34-ე ტურში. მაშინ "მერენგები" "ბერნაბეუზე" 2-3 დამარცხდნენ. სერხიომ იგივეს გაკეთება მომდევნო ტურშიც მოახერხა, ამჯერად "სევილიას" წინააღმდეგ "რამონ სანჩეს პისხუანზე"(2-6), ანდალუსიელმა ანგარიში გახსნა. მიმდინარე სეზონში კი, რამოსმა სამჯერ მოახერხა მესუთის პასის ჩაწოდების შემდეგ გატანა, ჯერ "ვალენსიასთან" "მესტალიაზე"(2-3), შემდგომ "ბერნაბეუზე" "გრანადასთან"(5-1), ხოლო "ხეტაფესთან" მისი გოლი ერთადერთი და გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა.

  • wishmaster
  • 10 თებერვალი 2012
  • 2 562
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)