მოურინიო 2012-2013 წ.წ. სეზონს გეგმავს
გავრცელებული ხმები, ზაფხულში მოურინიოს "რეალიდან" წასვლის შესახებ, უსაფუძვლოა.პორტუგალიელი დამრიგებელი დაკისრებულ მოვალეობებს მშვიდად ართმევს თავს.მეტიც, მან საკუთარ ფეხბურთელებს 2012-2013 წლების სეზონისწინა მომზადების გეგმა უკვე გააცნო (დეკემბრის ბოლოს - ავტ.).
მოუს პროგრამის თანახმად, მაისში არდადეგებზე დათხოვნილი ფეხბურთელები, 16 ივლისს შეიკრიბებიან ვალდებებასზე.რასაკვირველია, თავიდანვე ვარჯიშს ვერ შეძლებენ ევროპის ჩემპიონატზე მოასპარეზე მადრიდისტები.ისინი ეტაპოვრივად დაბრუნდებიან "ბლანკოსში."კონკრეტულად, ვინც ჯგუფურ ბარიერს ვერ დაძლევს გუნდში 23 ივლისს დაბრუნდება, მეოთხედფინალიდან გამოვარდნილი 26 ივლისს, ნახევარფინალიდან გამოთიშული 28 ივლისს, ხოლო ფინალში გასული კი 30 ივლისს.
ასევე დაგეგმილია, რომ მადრიდელბის მომავალი ტურნე ამჯერადაც აშშ-ში შედგება.მოურინიოს შეგირდები ლოს-ანჯელესში გაივლიან სეზონისწინა შეკრებას.ტრადიციულად გუნდი სასტუმრო Beverly Hills-ში დაბინავდება და ადგილობრივი უნივერსიტეტის ბაზაზე ივარჯიშებს.როგორც შარშან, წელსაც დაგეგმილია სამი ამხანაგური თამაშის ჩატარება - "გალაქსისთან," "ჩივასთან" და "ფილადელფიასთან."ამასთანავე არ არის გამორიცხული, რომ ივლისის ბოლოს ნიუორკში მილანის "ინტერთანაც" მოხდეს დაპირისპირებბა.
ამერიკაში "მოგზაურობის შემდეგ, "თეთრები" შესაძლოა ისეთ ქვეყნებს ესტუმრნონ, როგორებიც არიან: ჰონდურასი, კოსტა-რიკა და გვატემალა.
- 10 თებერვალი 2012
- 2 386
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.