კაკა:"იმედი მაქვს სამხრეთ აფრიკისთვის განსხვავებული მომზადება იქნება"

"რეალის" ბრაზილიელი ნახევარმცველი კაკა თვლის, რომ მსოფლიო 2010 წლის ჩემპიონატისთვის მომზადება შეიძლება დაეხმაროს მათ თასის მეექვსედ მოგებაში.

"როცა ნაკრები კარგად ემზადება ტურნირში მონაწილეობის მისაღებად, ყოველთვის კარგ შედეგებს აჩვენებს. მე მჯერა და ვიმედოვნებ, რომ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება განსხვავებული იქნება გერმანია 2006–თან შედარებით. ამ შემთხვევაში წყნარად ვიქნებით. ჩვენ ვივარჯიშებთ და მოვემზადებით სტარტისთვის, რათა ვაჩვენოთ კარგი თამაში მსოფლიო ჩემპიონატზე" – განაცხადა კაკამ, რომელმაც გაიხსენა ის მატჩი, სადაც ბრაზილიელებმა უკანასკნელ მუნდიალზე მეოთხედფინალში დათმეს მატჩი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთან. "პენტაკამპეონები" გერმანიაში ფავორიტის სტატუსით ჩავიდნენ.

ახლა ბრაზილიის ნაკრები კაკას მეთაურობით იმყოფება მოსამზადებელ ბაზა "ტერესოპოლისში", სადაც ემზადებიან მსოფლიო ჩემპიოპნატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ორი მატჩისთვის ვენესუელასთან სტუმრად და ბოლივიის ნაკრების წინააღმდეგ შინ. კაკას განცხადებით, არ იცის ითამაშებს თუ არა სასტარტო შემადგენლობაში ბოლივიასთან ცუდი კლიმატური პირობების გამო. ამ მატჩს ბრაზილიელებისთვის სატურნირო თვალსაზრისით არანაირი მნიშვნელობა არ აქვს: "ჩვენ არ განვიხილავთ ასეთ მომენტებს. მე აქ ვარ, რათა ვითამაშო. არ ვიცი მწვრთნელის გეგმები ამ ორ მატჩში. რა თქმა უნდა მუდამ მსურს თამაში".


ინფორმაციის წყარო: As.com

  • faqo
  • 10 ოქტომბერი 2009
  • 2 449
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (245)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)