მარსელოს ლევანტესთან ელოდებიან
მოგეხსენებათ, ბრაზილიელმა მარსელო ვიეირამ ცოტა ხნის წინ მინი ტრავმა მიიღო და თამაში ვერ შეძლო, იგი პორტუგალიელმა ფაბიო კოენტრაომ ჩაანაცვლა...
დღეს გავრცელებული ინფორმაციით ახალგაზრდა მცველი "ლევანტესთან" შეხვედრისთვის შესაძლოა სრულ მზადყოფნაში იყოს, რადგან მან გუნდთან ერთად ივარჯიშა, აქამდე კი მხოლოდ ინდივიდუალური წვრთნებით იყო დაკავებული.
ჟოზე მოურინიოს მედიკოსებთან ინტენსიური ურთიერთობა აქვს, სანამ იგი სამედიცინო შტაბისგან ზუსტ დასკვნას არ მიიღებს, მარსელო მოედანზე ვერ გავა, მაგრამ ცნობილი ხდება, რომ ბრაზილიელს ოპტიმალური ფორმისგან სულ ცოტა აშორებს.
ასე, რომ ვალენსიურ გუნდთან რევანშისთვის ვიეირაც ემზადება.
- 9 თებერვალი 2012
- 1 478
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.