უარი ფედერაციას
გარდა ზემოთხსენებული მიზეზისა, ჯერ კიდევ არ წაშლლილა მადრიდელთა გონებიდან ის ფაქტი, რომელიც 2004 წელს დაფიქსირდა. მაშინ სამეფო თასის ფინალში ერთმანეთს ”მადრიდის რეალი” და ”სარაგოსა” უპირისპირდებოდნენ. შეხვედრა ”კამპ ნოუზე” უნდა გამართულიყო , მაგრამ კატალონიურო მხარის მოთხოვნის საფუძველზე შეხვედრა სულ სხვა სტადიონზე გაიმართა.
არსებობს სხვა მიზეზებიც, რომელთა შორის მთავარი მიზეზი ”თეთრების” იმედია იმისა, რომ წარმატებას მიაღწევენ ცემპიონთა ლიგაზე: თუ ”მადრიდის რეალი” მოიგებს ჩემპიონთა ლიგას (19 მაისი), გუნდი ვერ შეძლებს ამ ამბის აღნიშვნას საკუთარ მოედანზე , სადაც ზუსტად მომდევნო დღეს სამეფო თასის ფინალი უნდა გაიმართოს. ალბათ არ ღირს ეჭვის შეტანა იმ ფაქტში, რომ ფინალის მონაწილე ორივე გუნდის ულტრასების საქციელების გამო საჭირო იქნება დრო სტადიონის მწყობრში მოსაყვანად.
არსებობს აზრთა სხვადასხვაობა მატჩის გამართვის თარიღთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ ლიგის ფინალში არცერთი არ ითამაშებს (ამის შანსი მხოლოდ ”ბარსას” აქვს), მაშინ ფინალი 20 მაისს გაიმართება, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ კატალონიელები ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამოვლენ, თასის ფინალი 25 მაისამდე გადაიწევს.
სწორედ აქ იწყება მთავარი აზრთასხვადასხვაობა: ბილბაოში მიესალმებიან ფინალის ”სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართვის შესაძლებლობას, რომელიც 80 354 მაყურებელს იტევს (VIP ადგილების ჩათვლის გარეშე) და არც თუ ისე შორს არის (395 კმ), ასე რომ ”ატლეტიკს” შეუძლია საკუთარი 35 000-იანი გულშემატკივარის დასწრების იმედი ქონდეს.
სამეფო გუნდმა მაშინვე მყისიერი უარი შეუთვალა ფედერაციას, როგორც კი მათგან მიიღო წინადადება ფინალის ”სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართვის შესახებ.
- 9 თებერვალი 2012
- 2 254
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.