ალონსო: "ორივე ტიტულის მოგება მინდა"
სამეფო კლუბის ბასკი ნახევარმცველი, ფონდ Mujeres por Africa (ქალები აფრიკისთვის) დაარსებაზე, ფლორენტინო პერესთან ერთად იმყოფებოდა.ნიშანდობლივია, რომ ჩაბი და პოლ გასოლი, აღნიშნული ფონდის კეთილი ნების ელჩებად აირჩიეს.ალონსო ჟურნალისტებსაც გაესაუბრა.
"მიუხედავად იმისა, რომ სხვაობა 7 ქულას შეადგენს, ჩვენ ჩვეული ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ.არ აქვს მნიშვნელობა დისტანციას, მთავარია მოგება და დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა.პრიმერა დივიზიონის დასრულებამდე კიდევ ბევრი ტურია დარჩენილი."
"რა თქმა უნდა, ორივე ტიტულის მოგება მსურს.არჩევანი საშუალება რომ მქონდეს, არვიცი რომელზე გავაკეთებდი აქცენტს.ჩემპიონთა ლიგის თასი მაქვს აწეული, მაგრამ ლა ლიგის არა."
"ვინც არ უნდა თამაშობდეს "რეალში," სტილი არ იცვლება.მისტერის მისიაა თითოეულ შეხვედრაში 3 ქულა, რაც კარგად გამოგვდის."
"ვერაფერს გეტყვით მოურინიოას დარჩენა-არდარჩენაზე.მას არაფერი უთქვამს ჩვენთვის.კლუბში ყველაფერი რიგზეა და მხოლოდ მომავალ პაექრობებზე ვფიქრობთ."
- 8 თებერვალი 2012
- 1 554
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.