"განსაკუთრებული" სტუმრადაც განსაკუთრებულია
ალბათ, უდავოა ის საკითხი, რომ მოურინიოს ფორმაციის "რეალი," სტატისტიკურად ერთ-ერთი საუკეთესოა ისტორიაში.
ამის ნათელი მაგალითია მიმდენარე სეზონი, სადაც "თეთრებმა" ბოლო 19 თამაშიდან 18 წარმატებით დაასრულეს (პრიმერაში), ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 6-დან ექვსივე მოიგეს.ამასთანავე შთამბეჭდავია ესპანეთის პირველობაზე გატანილი გოლების რაოდენობაც - 71.
ყველაფერი ეს გვერდით რომ გადავდოთ, "ასმა" კიდევ ერთი სტატისტიკური მონაცემი შემოგვთავაზა, რომელშიც "განსაკუთრებული" დიდად აღემატება წინამორბედებს.მოკლედ, საქმე იმაშია, რომ მოურინიოს ბიჭები გამოირჩევიან სტუმრად ჩატარებული თამაშების მოგებით.წელიწადნახევრის განმავლობაში, ანუ რაც მოუ მადრიდის თავკაცია, ლა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრებში, "რეალმა" 29-ჯერ ითამაშა "ბერნაბეუს" გარეთ, საიდანაც 21 მოიგო, რაც 72.4 % შეადგენს.როგორც უკვე აღვნიშნე, მსგავსი წარმატებით, ვერცერთ მადრიდისტა დამრიგებელს ვერ გამოყავდა გუნდი მეტოქის მოედანზე.
აღნიშნულ მაჩვენებლში მეორე ადგილზეა კაპელო, რომლის მარგი ქმედების კოეფიციენტი საგარეო დაპირისპირებებში, მხოლოდამხოლოდ 50-ია.
შეგახსენებთ, რომ მოუს შეგირდები სტუმრად გამართულ მატჩებში, დიდი ანგარიშებითაც ამარცხებენ მოწინააღმდეგეს.მაგ: წლეულს, "სარაგოსასთან" 0-6 & "სევილიასთან" 2-6, ან შარშან "მესტალიაზე" 3-6.
იხილეთ, მადრიდელი მწვრთნელების სია, რომელთა საგარეო წარმატებაც პროცენტებშია ასახული:
- 8 თებერვალი 2012
- 2 088
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.