ანხელი და მესუთი - ლა ლიგის საუკეთესო მეპასეები
ანხელ დი მარია და მესუთ ოზილი ლა ლიგის საუკეთესო ასისტენტები არიან, სწორედ ისინი ცდილობენ ყველაზე მეტი საგოლე მომენტის შექმნას...
სამეფო კლუბს ამ სეზონში უკვე 47 საგოლე გადაცემა დაუგროვდა, აქედან 13-ჯერ თავი დი მარიამ გამოიჩინა, ხოლო 11-ჯერ მესუთ ოზილმა. არგენტინულ-გერმანულმა დუეტმა 47-იდან 24 საგოლე გადაცემაც მოუყარა თავი, რაც ნახევარზე ოდნავ მეტია.
აღსანიშნავია, რომ კატალონიის ბარსელონას 37 გადაცემა აქვს, ხოლო მესამე ადგილზე რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ბილბაოს ატლეტიკია.
დი მარიას საუკეთესო ასისტენტობისთვის საშუალოდ 73 წუთი სჭირდება, ხოლო გერმანელ ფლეიმეიკერს 128. ანხელის პასებით ყველაზე მეტჯერ კრისტიანო რონალდომ ისარგებლა.
მესუთ ოზილი ბოლო შეხვედრებში ბრწყინვალე შთაბეჭდილებას ტოვებს, მის ანგარიშზე 5 მატჩში 6 საგოლე გადაცემაა, ჯამში კი მან 11-ჯერ იასისტენტა და ამისათვის 1411 წუთი დასჭირდა, აღსანიშნავია, რომ გერმანელი ყველაზე მეტად კარიმ ბენზემას ეხმარება გოლების გატანაში.
- 8 თებერვალი 2012
- 2 263
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.