ფასკუნჯის გაფრენა
ემილიო, რომელიც ”მადრიდის რეალის” თავგადაკლულ ქომაგთა ოჯახში დაიბადა, მოკლებული იყო იმის ბედნიერებას, რომ ის კლუბი აერჩია, რომელიც მას მოსწონდა. შვილის დაბადებიდან მეორე დღესვე ბუტრაგენიო უფროსმა ის დაარეგისტრირა, როგორც მადრიდული კლუბის socio, ამით კი ”არჩევნის პრობლემა” გადაჭრა. რა თქმა უნდა, ის თავის შვილს, როგორც ნამდვილ მადრიდისტას შეეფერებოდა ისე ზრდიდა, ასწავლიდა მას ფეხბურთის წესებს, რაც მთავარია უნერგავდა ”მადრიდის რეალის” სიყვარულს. ის მეორე მასწავლებლის როლში გამოდიოდა... პატარა ბიჭი გერმანულ ავჩარკა მერიზე ივარჯიშებდა ბურთის ფლობის ტექნიკას. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ემილიო ამას გართობის მიზნით აკეთებდა, ვინაიდან ის 13 წლამდე ფეხბურთის წრეზე კი არა კალათბურთისაზე დადიოდა.
Calasancio-ს კოლეჯში სწავლისას, ბუტრაგენიო ორი წლის მანძილზე საკმაოდ ცნობილ საკალათბურთო კლუბში გამოდიოდა. არამარტო თამაშობდა, არამედ მას გარკვეული წარმატებებიც ქონდა, საშუალოდ ის თამაშში 16 ქულას აგროვებდა. ბიჭს მომავალ კალათბურთელად თვლიდნენ და ბევრი ესპანური გუნდი მისი თამაშის სანახავად სპეციალურად სელექციონერებს აგზავნიდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, არცერთმა მათგანმა საბოლოოდ მაინც ვერა და ვერ გადაწყვიტა მისი მოწვევა: მიზეზი კი მისი სიმაღლე იყო. უნდა ითქვას, რომ ფეხბურთის მომავალი ვარსკვლავი კალათბურთის სიმაღლემდე მაინც ვერ გაიზარდა, ის 168 სმ-ზე გაჩერდა.
გააცნობიერა, რომ კალათბურთის მხრივ მას წარმატებები არ ექნებოდა , ემილიომ გადაწყვიტა ყური დაეგდო უფროსების რჩევისთვის, უფრო სწორად კი ხოსე ანტონიო საკრისტანისთვის, რომელიც სკოლაში მისი სპორტის მასწავლებელი იყო, შევიდა ფეხბურთის სექციაზე და სერიოზულად დაკავდა სპორტის ამ სახეობით, 1980 წლის ივლისში, Calasancio-ის გუნდი გახდა გაზეთ AS-ის პრიზის მფლობელი და ფინალში რვა ბურთის გატანა მოახერხა არც მეტი, არც ნაკლები სულ რამოდენიმე თვის წინ კალათბურთით დაკავებულმა ადამიანმა. შვილის წარმატებით გახარებულმა უფროსმა ბუტრაგენიომ ის ”მადრიდის რეალში” გაუშვა სინჯებზე, სადაც ის ჩქარი წესით... დაბრაკეს. სამაგიეროდ, როცა ემილიო განაწყენებული მივიდა სისხლისმიერი მტრის ბანაკში ”ატლეტიკოში”, მათ ის ყოველგვარი კითხვების გარეშე აიყვანეს. სამი დღე ის ახალგაზრდებთან ერთად ვარჯიშობდა და უკვე მზად იყო მთელი გულით დარჩენილიყო გუნდში, როცა საქმეში მადრიდისტა მამა ჩაერია. შუაღამისას ის შევარდა ემილიოს ოთახში, გააღვიძა ის მრისხანე ხმით:
და მამამ მართლაც ყველაფერი გააკეთა , რაც შეეძლო იმისთვის, რომ ღალატი არ შემდგარიყო. საკუთარი ნაცნობის დახმარებით, რომელიც რესტორანს ფლობდა და რომლის შვილებიც ”კასტილიაში” თამაშობდნენ, ემილიოსთვის კიდევ ერთი შანსი დააშვებინა. ამჯერად ბიჭი მთელი თავისი ბრწყინვალებით წარსდგა კომისიის წინაშე. დასკვნა შემდეგი სახით ჟღერდა:
ასეთი დახასიათებით ყველაფერი კარგის იმედი უნდა გქონოდა. 1981 წლის 12 აგვისტოს ბუტრაგენიომ ”მადრიდის რეალთან” სამოყვარულო კონტრაქტი გააფორმა.
სამი დღის შემდეგ , ახალგაზრდა გამოუშვეს მოედანზე ამხანაგურ შეხვედრაში ”სან ლორენსო დე ესკორიალი”-ს წინააღმდეგ და მისმა თამაშმა დამსწრე საზოგადოებაზე გასაოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. მიუხედავად ამისა, ოფიციალურ დებიუტისთვის ლოდინმა 1982 წლის აპრილის თვემდე გასტანა. მაშინ ”სანტიაგო ბერნაბეუზე” ”ოვიედო” 2:1 დაამარცხეს ”თეთრებმა”. ბუტრაგენიომ გატანა ვერ მოახერხა, მაგრამ ალფრედო დი სტეფანოს ყურადღება დაიმსახურა, რომელიც მაშინ ”მადრიდის რეალის” მთავარი მწვრთნელი იყო. და აი, 1984 წლის 5 თებერვალს ემილიო ბუტრაგენიო ”კადისთან” შეხვედრის მეორე ნახევარში ”მადრიდის რეალის” მაისურში გამოვიდა მოედანზე. ის არამარტო გამოვიდა მოედანზე და ბოლომდე ჩაასრულა შეხვედრა, არამედ მან დუბლიც მიითვალა, რომელმაც მადრიდისტებისთვის თამაშის ბედი გადაწყვიტა (3:2)
ამ დროისთვის ”მადრიდის რეალი” უკვე სამი წლის მანძილზე ვერ ახერხებდა ესპანეთის ჩემპიონატის მოგებას და გუნდის გულშემატკივრები ისე იმედგაცრუებულები იყვნენ, რომ ფილიალების თამაშზე უფრო მეტი მხარდაჭერა იყო, ვიდრე ძირითადი გუნდისაზე. აღნიშვნის ღირსია, რომ 1983/84 წლების სეზონში ”კასტილია” , რომლის რიგებშიც გამოდიოდნენ Quinta del Buitre-ბუტრაგენიო, მანოლო სანჩისი, მიჩელი, მიგელ პარდესა და რაფაელ მარტინ ვასკესი, მეორე დივიზიონის გამარჯვებული გახდა, მაგრამ არსებული კანონის მიხედვით მას არ შეეძლო პრიმერა დივიზიონში გადმოსვლა. ბუტრაგენიოს კარგ ფეხზე გამოჩნდა ძირითად გუნდში და მეორე წელს ”მადრიდის რეალმა” უეფას თასი მოიგო, ამაში დებიუტანტს თავისი წვლილი ქონდა შეტანილი, მან 12 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა. აქედან სამი მათგანი ”ანდერლეხტის” კარში 1/8 ფინალის განმეორებით შეხვედრაში. ბელგიაში განცდილი 0:3 მარცხის შემდეგ , მადრიდისტებმა მეტოქისგან ”სანტიაგო ბერნაბეუზე” ქვა-ქვაზე არ დატოვეს და 6:1 იმარჯვეს. მაშინ დი სტეფანომ ემილიოზე თქვა:
”მადრიდის რეალმა” თავისი საევროტურნირო წარმატება მომდევნო წელსაც გაიმეორა, ხოლო ბუტრაგენიოს კვლავ გადასცეს Bravo-ს პრიზი , რომელსაც 23 წლამდე საუკეთესო ევროპელ ახალგაზრდას აძლევენ. მიუხედავად ამისა, ის შედეგი, რომელსაც მისგან ყველა მადრიდისტა ელოდა, მან მაინც ვერ აჩვენა. ამის გაკეთება მან 1990/91 წლების სეზონში მოახერხა: 19 გოლი 35 შეხვედრაში, რაც საკმარისი გამოდგა პიჩიჩის ტიტულის მოსაგებად. სხვა დანარჩენ წლებში მას 10-15 გოლი გაჰქონდა ნაციონალურ პირველობაში და 4-5 მაქსიმუმ ევროტურნირებზე. მთავარი ბომბარდირული მოვალეობები მაშინ ”მადრიდის რეალში” უგო სანჩესს ეკისრებოდა. როგორც შემდგომში ხორხე ვალდანო იხსენებდა:
ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში ამ მხრივ ბუტრაგენიოს საქმე შედარებით უფრო კარგად ქონდა და რამოდენიმე წლის მანძილზე სწორედ მას ეკუთვნოდა ეროვნული ნაკრების საუკეთესო ბომბარდირის ტიტული. ”წითელი ხარების” შემადგენლობაში მან საკუთარი ანგარიში პირველივე შეხვედრაში გახსნა, რომელიც 1984 წლის 17 ოქტომბერს გაიმართა, მაშინ ესპანელები უელსელებს დაუპირსიპირდნენ. 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატსი შესარჩევ ციკლში ”მადრიდის რეალის” ფორვარდმა მხოლოდ და მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხა ოთხ შეხვედრაში, სამაგიეროდ თავად მუნდიალზე გაიბრწყინა. პეტ ჯენინგსის კარში გატანილმა გოლმა მას მოუტანა პრიქი, როგორც ტურნირის ისტორიაში ყველაზე სწრაფმა გოლმა, ხოლო ”კარემ”, რომელიც მან 1/8 ფინალში შეასრულა, ბუტრაგენიო მთელს მსოფლიოში ცნობილი სახე გახადა.
ნელ-ნელა ემილიოს შედეგიანობის მაჩვენებელი ქვემოთ და ქვემოთ მოდიოდა, საბოლოოდ 1994/95 წლების სეზონში ის საერთოდ რვა მატჩში გატანილ ერთ გოლამდე დავიდა. ”მადრიდის რეალის” ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვეტერანი დამსახურებულად გაეშვათ კლუბიდა და 15 ივნისს მას გამოსამშვიდობებელი შეხვედრა მოუწყვეს, სადაც მოწინააღმდეგედ ”რომა” იყო. ბუტრაგენიო ამის შემდეგ მექსიკაში წავიდა ბურთის საგორებლად, კერძოდ კი ”სალაიაში”, სადაც მას კიდევ ერთი ზედმეტსახელი-მოედნის ჯენტლმენი-შეარქვეს. ეს იმიტომ შეარქვეს ემილიოს, რომ ის , როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთაც კარგად იქცეოდა. აღნიშვნის ღირსია, რომ მთელი კარიერის მანძილზე მას წითელი ბარათი არ მიუღია.
- 8 თებერვალი 2012
- 2 601
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.