ტორილი:"ჩვენ კარგად ვითამაშეთ"
"კასტილიის" მთავარმა მწვრთნელმა, ალბერტო ტორილმა განაცხადა, რომ მისმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა "კორუხოსთან" დაპირისპირებაში.
"ჩვენ ვითამაშეთ ძალიან კარგად და შესაბამისად, შედეგიც ანალოგიური მივიღეთ. გულშემატკივრებს დიდი ხანია, რაც ასეთი გამარჯვება არ უგემიათ. მოხარული ვარ, რომ ხოსელუმ მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა ისევე, როგორც დენისმა, კარვახალმა და ზოგადად მთელმა გუნდმა. ჩვენ 6–0 ნამდვილად ვიმსახურებდით, ვინაიდან საკმაოდ ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ".
"ვიმედოვნებ, რომ ჩემი შეგირდები კვლავ ამ დონეზე გააგრძელებენ თამაშს. წინ გველის ძალიან საინტერესო და სავარაუდოდ, დაძაბული შეხვედრა "ხეტაფესთან". მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გასვლაზე მოგვიწევს ასპარეზობა, მაინც მთავარი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ 3 ქულის მოპოვება იქნება".
Realmadrid.com
- 6 თებერვალი 2012
- 1 135
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.