რამოსი კარლოსს გაუტოლდა

მადრიდის რეალის ვიცე-კაპიტანი გულშემატკივრებში ყოველთვის დადებით ემოციებს აღძრავს და მათი აზრით სერხიოში სამეფო კლუბის სული ყველაზე მეტად არის გამჯდარი. ხეტაფესთან რამოსმა გამარჯვების გოლი გაიტანა და დაამტკიცა, რომ იგი ღირსეულად ატარებს იეროს 4 ნომრიან მაისურს. ამ ბურთით კი იგი არც მეტი არც ნაკლები ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელ რობერტო კარლოსს გაუტოლდა გატანილი გოლების ეფექტურობაში.

ხეტაფესთან რამოსმა ამ სეზონში მისი მეოთხე გოლი გაიტანა (ორი ჩემპიონთა ლიგაზე, ორიც ლა ლიგაში), მისი მადრიდული კარიერისათვის კი ეს ბურთი 36-ე აღმოჩნდა 289-მატჩში. (28 ლა ლიგაში, ჩემპიონთა ლიგაზე, 2 სამეფო თასზე და 2 სუპერ თასზე). საშუალოდ მისი მაჩვენებელი 0.12-ს შადგენს. ამ შედეგით ის გაუთანაბრდა ბრაზილიელ მცველ რობერტო კარლოსს, რომელმაც სამეფო კლუბის შემადგენლობაში 512 მატჩი ჩაატარა და 66 გოლის გატანა მოახერხა, მისი საშუალო მაჩვენებელიც 0.12 გოლია ერთ შეხვედრაში. 6 ნახევარი სეზონის განმავლობაში, რამოსმა მოახერხა და გახდა ერთ-ერთი ყველაზე გამტანი მცველი ისეთი დიდი კლუბის ისტორიაში, რომელიც მადრიდის რეალია. თუმცა მას ამ შედეგით ჯერ კიდევ უსწრებენ იერო და პირი.

ამ სეზონში კი რამოსმა იმდენი გოლის გატანა მოახერხა, რომ გახდა გუნდის მეშვიდე ბომბარდირი. მას უსწრებენ კაკა და დიმარია (5-5 გოლით), კალეხონი (11), იგუაინი (17), ბენზემა (18) და რონალდო (31).

სერხიოს კარგი თამაში შეტევაში გასაკვირი არავისთვის არის. მან 2003/04 წლების სეზონში, სევილიას მეორე გუნდის შემადგენლობაში 25 შეხვედრაში ორი გოლის გატანა მოახერხა. შემდეგ სეზონში კი უკვე ანდალუსიელთა მთავარ გუნდში 45 მატჩში 3 ბურთი შეაგდო მეტოქეთა კარში. რამოსი გოლებს ხშირად იტანს ეროვნულ ნაკრებშიც. ფურია ხორას რიგებში მის ანგარიშზე 6 გოლია.

სერხიომ ბოლო პერიოდში თამაშის ხარისხი ძალიან გამოასწორა, იგი უფრო იშვიათად იღებს ყვითელ და წითელ ბარათებს, აგრეთვე უფრო ყურადღებით თამაშობს ათამაშდა და ნაკლებ შეცდომას უშვებს. ამ სეზონში რამოსმა მხოლოდ 1 წითელი ბარათი მიიღო, ისიც ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ეკუთვნოდა თუ არა მას ეს გაფრთხილება.

მეშვიდე ტურისათვის კარვალიომ მიიღო სერიოზული დაზიანება და მოურინიომ სერხიო გადაიყვანა მოედნის ცენტრში, იმ დღის შემდეგ ესპანელი მცველი სტაბილურად ასპარეზობს ამ პოზიციაზე. მას შემდეგ, რაც ანდალუსიელმა შეიცვალა პოზიცია რეალმა 22 შეხვედრაში 19 გოლი გაუშვა (0.86 გოლი მატჩში), როდესაც ის ლატერალის ფუნქციას ასრულებდა (ფლანგზე თამაშობდა), რეალი საშუალოდ 1.25 გოლს უშვებდა მატჩში. ექსპერტების აზრით სწორედ ცენტრში ახერხებს რამოსი თავისი საუკეთესო თვისებების გამოვლენას და არა დაცვის მარჯვენა ფლანგზე.

  • SunSay
  • 6 თებერვალი 2012
  • 2 418
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)